მცხეთაში მდ. მტკვარზე ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

სტატიის ავტორი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ქ. მცხეთაში მდ. მტკვარზე ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. ობიექტზე მიმდინარე სამუშაოები მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ და მერის პირველმა მოადგილემ გივი გიუტაშვილმა დაათვალიერეს.
ძველი ხიდის ტექნიკური მდგომარეობა ვეღარ აკმაყოფილებს თანამედროვე დატვირთვებსა და საქალაქო ხიდის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს.
ახალი ხიდი მოძრაობის გაზრდლი ინტენსივობის გათვალისწინებით, სრულად დააკმაყოფილებს ქალაქ-მუზეუმისადმი წაყენებულ არქიტექტურულ, ესთეტიკურ, ისტორიულ მოთხოვნებს და უზრუნველყოფს თავისუფალ სატრანსპორტო მოძრაობას.
ხიდის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. იგი 2020 წლისთვის დასრულდება და მისი მშენებლობა 9 მილიონი ლარი დაჯდება.
შეგახსენებთ, რომ ნარეკვავი-მცხეთის რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზის მე-6 კმ-ზე, მდ. მტკვარზე ამჟამად არსებული ხიდი 1926 წელსაა აშენებული. აღნიშნული ხიდი თბილისის მხრიდან მცხეთის სვეტიცხოველის საკათედრო ტაძარში, სამთავროს დედათა მონასტერსა და სამთავროს ტაძარში მიმავალი მღვდელმსახურებისა და მლოცველებისათვის ქალაქთან დაკავშირების ერთადერთი საშუალებაა. გარდა ამისა, მისი მეშვეობით ქალაქი მცხეთა რკინიგსის სადგურს და ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზას უკავშირდება. ნაგებობა მცხეთის ძველ, ისტორიულ უბანშია (ე.წ. პომპეუსის ხიდის მიმდებარედ) განლაგებული.

მცხეთაში მდ. მტკვარზე ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს
скачать dle 12.1








0
თარიღი: 22-03-2019, 14:46
0
336

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх