გიორგი გახარია-სახელმწიფო სამოქალაქო დაპირისპირებას არ დაუშვებს

სტატიის ავტორი

„ ახალგაზრდები დღეს შეიძლება, ერთმანეთთან ოპონირებენ, მაგრამ ხვალ მათ უნდა ააშენონ ეს ქვეყანა და ვინც გაბედავს, გააღვივოს მათ შორის დაპირისპირება, კანონთან ერთად მორალური პასუხისმგებლობაც დაეკისრება“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

გახარიას თქმით, სახელმწიფო სამოქალაქი დაპირისპირებას არ დაუშვებს და ძალადობაში ეჭვმიტანილი ყველა ადამიანი დაისჯება.
„რა თქმა უნდა, არანაირ სამოქალაქო დაპირისპირებაზე საუბარი არ არის და სახელმწიფო ამას არ დაუშვებს. მეორე - ძალადობაში ეჭვმიტანილი ყველა ფიგურანტი განურჩევლად უნდა იყოს დასჯილი, ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება,- თქვა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე განცხადებით, სამწუხაროა, რომ დღეს პოლიტიკური პროცესები პარლამენტის ნაცვლად ქუჩაში მიმდინარეობს.
„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ეს არის უაღრესად ემოციური ფონი, ემოციური ფონის გამომწვევი მიზეზები კი არის ბევრი რამ. პირველ რიგში, ის, რომ პოლიტიკური პროცესი პარლამენტში კი არ მიმდინარეობს, მიმდინარეობს ქუჩაში. სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ადამიანები ცდილობენ ამ პოლიტიკურ, ემოციურად დაძაბულ პროცესში ჩაითრიონ ახალგაზრდები“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх