ვლადიმერ ზელენსკიმ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა აღუდგინა

სტატიის ავტორი

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა აღუდგინა. მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტის განკარგულება გამოაქვეყნა და მადლობა გადაუხადა.
თავდაპირველად სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის 29 მაისს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიანიჭა. მოგვიანებით უმაღლესი რადას წევრმა და უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ 2017 წლის 27 ივლის განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც საქართველოს მიერ რამდენიმე დანაშაულისათვის იძებნება, მოქალაქეობა „მოქალაქეობის შესახებ“ უკრაინის კანონის მე-19 და 21-ე მუხლების საფუძველზე შეუწყდა.скачать dle 12.1








0
თარიღი: 28-05-2019, 17:47
0
368

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх