„ძალიან კარგი და საინტერესო ვიზიტი იყო“, - ნინო ბურჯანაძე მოსკოვში ვიზიტზე

სტატიის ავტორი

ნინო ბურჯანაძე მოსკოვიდან საქართველოში დაბრუნდა.

მან ჟურნალისტებთან მოსკოვში ვიზიტის შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, ყველა შეხვედრას ვაჟა გაფრინდაშვილის თემით იწყებდა და რუსებისგან ხედავადა ადამიანურ თანადგომას. „მე ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი და დარწმუნებული ვარ, რომ მოკლე დროში ოჯახს დაუბრუნდება“ - თქვა ბურჯანაძემ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით.

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთში საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ ჩაერევა ქვეყნის საშინაო საქმეებში.

შეგახსენებთ, რომ ნინო ბურჯანაძე მოსკოვში სამ დეკემბერს გაემგზავრა. скачать dle 12.1








0
თარიღი: 7-12-2019, 18:05
0
540

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх