"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური პანაშვიდი დაიწყო-ანრი ოხანაშვილი

სტატიის ავტორი

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური პანაშვიდი დაიწყო, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ოხანაშვილის თქმით, ოპოზიცია ტყუის როცა ამბობს, რომ გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციას შეესაბამება.

„უნიათო ოპოზიციურ ჯგუფებთან გვაქვს საქმე, რომლებმაც ტყუილის სწორად გაყიდვაც ვერ ისწავლეს. იმდენად უნიათოები არიან, რომ ტყუილსაც ვეღარ ამბობენ და ყოველ წუთში ცვლიან. პოლიტიკურად „ნაციონალური მოძრაობა“ ხელოვნურ სუნთქვაზეა, წამზომი ჩართულია, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური პანაშვიდი დაიწყო. ეს დასკვნა არის ამის მიმანიშნებელი. თუ კარგი იურისტები არიან და ტექსტს კითხულობენ, გამოვიდნენ და საზოგადოებას უთხრან, ერთი წინადადება – სად წერია, რომ ე.წ. გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციას შეესაბამება. ხომ მარტივი წინადადებაა? – ეს წინადადება გვითხრან. ამაში ჩანს მათი უნიათობა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.скачать dle 12.1








0
თარიღი: 6-02-2020, 14:29
0
308

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх