საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

სასტიკი მკვლელობა - მოკლულია ცოლ-ქმარი

access_time7-06-2019, 16:35 chat_bubble_outline35

გუშინ ღამით, გარდაბანში, სოფელ ქაფანახში ცოლ-ქმარი 77 წლის ქალი და მისი 84 წლის მეუღლე ისკანდარ და შაფიგა მუსაევები მოკლეს. ადგილობრივების თქმით მკვლელობამდე ორივე სასტიკად სცემეს. ცხედრებს იმდენად სერიოზული დაზიანებები აქვთ მიღებული, რომ მეზობლებს მათი ამოცნობაც კი გაუჭირდათ. სავარაუდოდ, სიკვდილი სწორედ ცემის შედეგად მიყენებულმა მძიმე დაზიანებებმა გამოიწვია, ვინაიდან, როგორც შსს-ში განმარტეს, საქმეში ცეცხლსასროლი იარაღი არ ფიგურირებს. ქალი სავარაუდოდ ქამრიტ არის გაგუდული, ხოლო ქმარს თავის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს. თვითმხილველები ყვებიან, რომ მკვლელობის ადგილზე თავდამსხმელებმა ტალახით წარწერა დატოვეს - „მალე ჩამოდი, შენც გაგისწორდებით. სავარაუდოდ, ეს შეტყობინება, გარდაცვლილი ცოლ-ქმრის ვაჟს ეკუთვნის, რომელიც მეზობლების გადმოცემით, რუსეთში იმყოფება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მუშაობენ ექპერტ-კრიმინალისტები. შსს-ში აცხადებენ, რომ მკვლელობის ფაქტზე საქმე 109-ე მუხლითაა აღძრული, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში.

სვანეთში ადიდებულმა ნენსკრამ ხიდები წაიღო

access_time7-06-2019, 15:25 chat_bubble_outline35

ჭუბერში ნენსკრა ადიდდა. წაღებულია ხიდები და მოსახლეობის ნაწილი იზოლირებულია. ძლიერმა დინებამ ახალი დამბები გაარღვია. მოსახელობა ამბობს, რომ სტიქიამ სოფლებს მძიმე შედეგები ხელისუფლების დადუევრობის გამო მიაყენა. წინა სტიქიის შემდეგ კალაპოტი არ გაწმინდეს, რამაც წყლის დაგუბება გამოიწვია. სვანეთში გაწმენდითი სამუშაოების დაწყების მიზნით ტექნიკა უკვე შეყვანილია, მაგრამ მდინარის ძლიერი დინების გამო ჯერ მათი მუშაობა ვერ ხერხდება. მდინარის პირას მცხოვრებმა მოსახლეობამ სახლები მიატოვა. "ღამე არ გვიძინია. ის ვითომ გაკეთებული ჯებირებიც დაანგრია, მიწებიც წაიღო. დილიდან უკვე გადმოინაცვლა მოსახლეობის მხარეს. ყველა მზად არის რომ გაიქცეს აქედან. ასეთი შიშით ცხოვრება უკვე ამოსული აქვს ხალხს ყელში. დარბიან ვითომ ეს ექსკავატორები, ვითომ შველიან, მაგრამ ყველა ხვდება რომ აქ მდინარე ასე იყო ოდითგან. მაგრამ ასეთი რარაც არ ხდებოდა. ჰესის მერე დაიწყო ეს უბედურება. ბავშვები გახიზნულები არიან. ვიდექით და მთელი ღამე ველოდებოდით როდის წაიღებდა სახლებს"- ამბობს ადგილობრივი.

გარდაცვლილი შეყვარებულის საფლავზე 19 წლის გოგონამ თავი მოიკლა

access_time5-06-2019, 14:27 chat_bubble_outline35

წყალტუბოში, გარდაცვლილი შეყვარებულის საფლავზე 19 წლის გოგონამ თავი მოიკლა. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. როგორც გოგონას ახლობლები აღნიშნავენ გოგონას შეყვარებული რამდენიმე თვის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ დაიღუპა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"მკვდარი გაგვატანეს ობლობაში გაზრდილი ბავშვი" - გორის ჰოსპიტალში პაციენტი მოულოდნელად გარდაიცვალა

access_time5-06-2019, 13:31 chat_bubble_outline35

გორის სამხედრო ჰოსპიტალში 31 წლის ლევან ჯიოშვილი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზები უცნობია. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ექიმების მხრიდან გამოვლენილ უყურადრებობაზე საუბრობენ. "ექიმი არ გამოვიდა და არაფერი ცნობა არ მოგვცეს, რა იყო დიაგნოზი. მკვდარი გაგვატანეს ობლობაში გაზრდილი ბავშვი" - აღნიშნა გარდაცვლილის ახლობელმა.
ჰოსპიტალში კი განმარტავენ, რომ პაციენტი მძიმე დიაგნოზით ინტენსიურ პალატაში მკურნალობდა, თუმცა რა გახდა მისი უეცარი გარდაცვალების მიზეზი, ამის ვერ ამბობენ. "პაციენტმა ინტენსიური ბლოკის პალატაში უეცრად დაკარგა გონება, იმავე წუთს გამოწვეული იქნა რეანიმაციული ბრიგადა, ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებები აღმოჩნდა უშედეგო,"-განაცხადა ამავე საავადმყოფოს ინფექციური განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ჯავახიშვილმა.

უკან 1 2 3 4 5 6 7 8 შემდეგი