ხაშურის სასპორტო სკოლის აღზრდილმა, ლევან ქელეხსაშვილმა, ქვიშის ჭიდაობაში პირველი ადგილი დაიკავა

სტატიის ავტორი

ხაშურის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლის აღზრდილმა, ლევან ქელეხსაშვილმა, რომელიც საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავს, მსოფლიო ქვიშის თამაშებზე, ქვიშის ჭიდაობაში წარმატებით იასპარეზა და პირველი ადგილი დაიკავა,-ამის შესახებ ინფორმაციას ხაშურის განათლების კულტურის და სპორტის სამსახური ავრცელებს.

კატარის დედაქალაქ დოჰაში დაწყებულ საინაუგურაციო მსოფლიო ქვიშის თამაშებზე, სადაც საქართველოს ნაკრები ოთხკაციანი გუნდით ქვიშის ჭიდაობაშია წარმოდგენილი, დებიუტშივე წარმატებას მიაღწია.
ლევან ქელეხსაშვილმა ნახევარფინალში ბერძენ ნიკო არუზმანიდის მოუგო - 3:1, გადამწყვეტ ორთაბრძოლაში კი პირველ წრეში ძლეულ პანაჰ ილიასლის შეხვდა, კვლავაც 1:0 გაიმარჯვა და ჩემპიონობა იზეიმა.

შეგახსენებთ, საინაუგურაციო მსოფლიო ქვიშის თამაშებზე საქართველო პირველად წარსდა და დებიუტშივე ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა.скачать dle 12.1








+2
თარიღი: 16-10-2019, 12:19
0
422

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх