გორში 38 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი გადაეცემა

სტატიის ავტორი

ახალაშენებულ კორპუსში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადების შევსება 4 ნოემბერს დაიწყო და 15 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თქმით, უკვე არსებული განაცხადები არ განიხილება და ყველა დევნილმა ოჯახმა, გორში ბინის მიღების მოთხოვნით, ახალი განაცხადი უნდა შეავსოს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე განაცხადების შევსება მხოლოდ შიდა ქართლის რეგიონში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეუძლიათ.

შეგახსენებთ, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს განაცხადების შევსება ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში შეუძლიათ.скачать dle 12.1








0
თარიღი: 6-11-2019, 11:38
0
100

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх