7 ნოემბერს გორის მერია ქალაქის მიწათსარგებლობის გეგმას წარადგენს

სტატიის ავტორი

გორის მერიის ცნობით, სტრატეგიული დოკუმენტის საჯარო განხილვა, გორის სასწავლო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში 7 ნოემბერს გაიმართება. შეხვედრა, რომელზეც დასწრება თავისუფალია, 217 - ე აუდიტორიაში 17:00 საათზე დაიწყება.
გეგმის კონცეფცია გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით მუშავდება ,,სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ. დოკუმენტის მოსამზადებლად თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

მერიის განცხადებით, 480 გვერდიანი გრძელვადიანი სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც გორს გასული საუკუნის შემდეგ არ ჰქონია, მალე საკრებულოს წარედგინება დასამტკიცებლად.

კონცეფცია საინვესტიციო პაკეტების შემუშავებისათვის შეიძლება საყრდენ დოკუმენტად იყოს გამოყენებული, რადგან ის ხსნის ყველა იმ გარემოებას, რომელიც მოქმედებს ამა თუ იმ ტერიტორიის განვითარებაზე.
скачать dle 12.1








0
თარიღი: 6-11-2019, 11:49
0
99

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх