სოფელ გომში ბავშვებს უფასო სამედიცინო გამოკვლელები ჩაუტარდათ

სტატიის ავტორი

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომისა და მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებს სამედიცინო კონსულტაცია „ევექსის“ ჰოსპიტალისა და ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სპეციალისტებმა გაუწიეს.

ხაშურის მერიის განცხადებით, აქციის ფარგლებში პედიატრიულ პაციენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ ბავშვთა ზოგადი ქირურგის, ბავშვთა ყბა-სახის ქირურგის, ორთოპედ-ტრავმატოლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, ენდოკრინოლოგის, პედიატრების, ოფთალმოლოგისა და ნევროლოგის მომსახურება.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სამედიცინო აქციის მიმდინარეობას გაეცნენ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი.
შეგახსენებთ, სოფელ გომში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე ამგვარი საჭიროება თავად ადგილობრივების მხრიდან გაჟღერდა.
скачать dle 12.1








0
თარიღი: 6-11-2019, 12:22
0
96

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх