საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა გაქურდეს

access_time4-06-2019, 17:53 chat_bubble_outline35

რამოდენიმე დღის წინ, რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას გორის მუნიციპალიტეტის სოფერ ზერტში არსებული აგარაკი გაქურდეს. აგარაკის ეზოდან ხელის ტრაქტორი და საყოფაცხოვრებო ნივთები მოიპარეს.
უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

82 წლის მასწავლებელს მოსწავლესთან სექსუალური შინაარსის საუბარში ადანაშაულებენ

access_time3-06-2019, 19:53 chat_bubble_outline35

„27 მაისს დედოფლისწყაროს რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედის საჯარო სკოლაში, სკოლის მასწავლებელი 1937 წელს დაბადებული ნ.წ. თავის მოსწავლესთან სექსუალური შინაარსის საუბარს ახორციელებდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეტყობინებაზე დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და გამოძიება გარყვნილი ქმედების ფაქტზე, სისხლის სამართლის 141-ე მუხლით დაიწყო. გამოძიების ფარგლებში გამოკითხულია როგორც თავად არასრუწლოვანი, ისე სკოლის მასწავლებლები. ასევე ამოღებულია გამოძიებისთვის საჭირო ყველა ნივთმტკიცება. საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს“,- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სოფელ ზერტში ავტოსაგზაო შემთხვევის სედეგად 4 ადამიანი დაშავდა

access_time3-06-2019, 16:11 chat_bubble_outline35

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყავნა. ერთმანეთს „ფორდ ტრანზიტისა“ და „მერსედესის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე 4 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.

სოფელ ზერტში ავტოსაგზაო შემთხვევის სედეგად 4 ადამიანი დაშავდა

access_time3-06-2019, 16:11 chat_bubble_outline35

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყავნა. ერთმანეთს „ფორდ ტრანზიტისა“ და „მერსედესის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე 4 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.

"მასთან ერთად ნამდვილად არ ვაპირებ მუშაობას" -ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე

access_time3-06-2019, 14:27 chat_bubble_outline35

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის ნანა კოსტავას მიერ სიძულვილის ენით საუბართან და საზოგადოების საპროტესტო მუხტთან დაკავშირებით ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკა ლატარიამ განახცადა, რომ საკრებულოს არ აქვს იმის ბერკეტი, დეპუტატს იძულებით დაათმობინონ მანდატი.
„ჩვენ, საკრებულოს არ გვაქვს არანაირი ბერკეტი, რომ ვაიძულოთ დეპუტატი დატოვოს საკრებულო. მან დატოვა საკრებულოში თანამდებობა, ის არანაირ თანამდებობას არ იკავებს საკრებულოში. მასთან ერთად ნამდვილად არ ვაპირებ მუშაობას.
ფრაქციაში ერთად ვართ და ვფიქრობ, რომ იმ ფრაქციაში მასთან ერთად აღარ გავაგრძელებ მუშაობას. არ მაქვს ინფორმაცია, რას გადაწყვეტს ის ხვალ. შევიკრიბებით და გადავწყვეტთ, ის დატოვებს ფრაქციას თუ მე.
პროცედურები არსებობს. მაგალითად ხალხს აქვს უფლება, დეპუტატი გაითხოვოს და არის ამის ბერკეტები, თუმცა ეს საზოგადოების გადასაწყვეტია“, - განმარტა საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკა ლატარიამ.
ქუთაისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ნანა კოსტავა საკრებულოს დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ კოსტავამ ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო გადაცემა „ქრონიკისთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება ამომრჩევლების თხოვნის საფუძველზე შეცვალა.
შეგახსენებთ, რომ 28 მაისს ნანა კოსტავამ Facebook-ზე მენეჯერ სალომე ბარკერის 2018 წლის ერთ-ერთი ვიდეო გაიზიარა წარწერით - „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე“. მოგვიანებით მან პოსტი წაშალა. ამის შემდეგ მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მანამდე დაწერილი სტატუსის გამო ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ არ იცოდა, თუ სალომე ბარკერის და არის 16 წლის გოგო, რომელიც ლაგოდეხის ნაკრძალში, მდინარეში დაიღუპა.
ლაგოდეხში მდინარეში ჩავარდნილი მოსწავლის ცხედარი 27 მაისს იპოვეს. მანამდე ლაგოდეხში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ექსკურსიაზე მყოფი სკოლის მოსწავლეებიდან ერთ-ერთი მდინარეში ჩავარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ ქართული ოცნება- კონსერვატორების“ წევრებისა და პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებით, ნანა კოსტავამ დაკავებული თანამდებობა დატოვა.

,,დავუბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქს“

access_time3-06-2019, 14:00 chat_bubble_outline35

გორში, 5 ივნისს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიის პატრონაჟითა და კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, კომედიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დაიწყება დევიზით - ,,დავუბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქს“. მასში მონაწილეობას მარჯანიშვილის, თუმანიშვილის, მოზარდმაყურებელთა, მოძრაობის, ილიაუნის, ასევე, რუსთავის, ქუთაისის, გორის, დმანისის, ჭიათურის, რუმინეთის თეატრალური დასები მიიღებენ. ფესტივალის მნიშვნელოვანი ნაწილია ე.წ. „Black Box”, რომელიც თეატრის კრიტიკოსებს საშუალებას აძლევს საფესტივალო სპექტაკლი ნახონ და შეაფასონ. წლევანდელ ფესტივალს ხუთი თეატრმცოდნისგან შემდგარი ჟიური შეაფასებს, რომელთა მიერ მომზადებული კრიტიკული წერილები ელექტრონული ვერსიის სახით ერთ ბუკლეტად გამოქვეყნდება. კომედიის ფესტივალი ერისთავის თეატრის ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა სოსო ნემსაძემ გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოს რეგიონული ხელოვნების განვითარების ფონდთან ერთად დაარსა. მას შემდეგ ფესტივალმა ჯერ საერთაშორისო სტატუსი მოიპოვა, გასული წლიდან კი საფესტივალო გაერთიანების წევრი გახდა. მსოფლიოში სულ რამდენიმე კომედიის ფესტივალია, მათ შორის, საქართველოს კომედიის თეატრალური ფესტივალიც. კომედიის ფესტივალი 14 ივნისს დასრულდება.

წყალტუბოში 5 ყოფილი სანატორიუმი 21 მილიონ ლარად იყიდება

access_time31-05-2019, 15:11 chat_bubble_outline35

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წყალტუბოში 5 ყოფილ სანატორიუმს 21 მილიონ ლარად ყიდის. მათი განცხადებით ყოფილ სანატორიუმებს ფუნქცია არ შეეცვლებათ და კვლავ სასტუმროები უნდა გაიხსნას, თუმცა, კონკრეტული საპრივატიზებო პირობების ჩამოყალიბება ინვესტორების მხრიდან წარმოდგენილი დაინტერესებების საფუძველზე მოხდება. როგორც სააგენტომ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, 2018 წლის შეფასებების მიხედვით, საპრივატიზებო შენობების ფასი შემდეგნაირად განისაზღვრა. სანატორიუმ “იმერეთის“ საპრივატიზებო ღირებულება 3 002 000 ლარია, პანსიონატ “სავანეს“ ღირებულება – 2 058 000, სტალინის აგარაკის, სანატორიუმ “წყალტუბოსი“ – 8 457 000 ლარი, სანატორიუმ “ფილიალის“ – 1 969 100 ლარი, ხოლო სანატორიუმ ‘მეგობრობის“ – 5 232 300 ლარი. სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში, ასევე, განმარტეს, რომ გაყიდვის წინ კვლავ მოხდება სანატორიუმების ღირებულების გადაფასება.

ძლიერი სეტყვა თბილისში

access_time28-05-2019, 17:09 chat_bubble_outline35

თბილისის ზოგიერთ უბანში სეტყვაა. დაახლოებით, 10 წუთის მანძილზე გაგრძელდა ძლიერი სეტყვა

შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედასთან სექსუალურ კავშირზე გამოძიება დაიწყო

access_time24-05-2019, 13:24 chat_bubble_outline35

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედასთან სექსუალურ კავშირზე გამოძიება დაიწყო. როგორც შსს-ში ამბობენ, დადგინდა, რომ დაკავებული გოგო ორსულობისას 16 წელს მიუღწეველი იყო. შესაბამისად, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით აღიძრა, რაც 16 წლამდე მიუღწეველ პირთან სექსუალურ კავშირს გულისხმობს. დანაშაული 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ 22 მაისს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში 7 თვის ჩვილის მკვლელობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 წლის გოგო დააკავა. მას 23 მაისს გორის რაიონულ სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.