საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

აზერბაიჯანელებმა დავით-გარეჯში, ჩიჩხიტურის კოშკთან, გზის გაყვანა დაიწყეს

access_time23-05-2019, 16:48 chat_bubble_outline35

"ჩიჩხიტურის მიმართულებით ხდება გზის გამოყვანა, აზერბაიჯანის მხრიდან.
გზის სამშენებლო ტექნიკა მობილიზებული ჰყავთ და შეუჩერებლად მუშაობენ. ეს ყველაფერი იმის ფონზე, როდესაც ჩვენ არ გვაძლევენ უბრალოდ ასვლის უფლებასაც კი, მიმდინერე მოლაპარაკებების გამო..
მივმართავ მათ ვისაც ხელეწიფება ამ ინფორმაციაზე წვდომა, გაგვაგებინეთ რა ხდება!!! რა გზას აშენებს სასაზღვრო ზონაში აზერბაიჯანი?" - ამ ინფორმაციას და ფოტომასალას სოციალური ქსელით საშუალებით ადგილობრივი გიდი ზვიად ანანიაშვილი ავრცელებს.
ამ ამბიბს პარალელურად, 23-24 მაისს, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის მორიგი სხდომა იმართება ბაქოში, რასაც ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოაგდილეები ხელმძღვანელობენ.

26 მაისს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გორში გიმასპინძლებთ!

access_time23-05-2019, 15:24 chat_bubble_outline35

🔹 იუსტიციის სამინისტროს წელს აქვს პატივი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება შიდა ქართლის მოსახლეობისთვის გამართოს.

ღონისძიების ფარგლებში სტუმრები შეძლებენ ⤵

🔹 ესტუმრონ ვიზალიბერალიზაციის უზარმაზარ პავილიონს, სადაც გაიზიარებენ ცოდნას ვიზალიბერალიზაციით სწორად სარგებლობის შესახებ, კერძოდ: გაიარონ „საპასპორტო კონტროლი“, „ჩასხდნენ თვითმფრინავში“, „დაელოდონ ბარგს“, თავად შეარჩიონ მოგზაურობისთვის სასურველი ქალაქი ევროპის რუკაზე; ისარგებლონ მემოგრამით და „გადაიღონ“ ფოტო საყვარელი ქალაქის ფონზე (მაგ.: პარიზი, რომი, პრაღა და სხვა);
🔹 მოედანზე განთავსებული საინფორმაციო სტენდების საშუალებით გაიზიარონ ცოდნა გამოჩენილ ქართველ მოღვაწეებზე, საინტერესო ფაქტებსა და ქალაქ გორის ღირსშესანიშნაობებზე;
🔹 ესტუმრონ საუკუნისწინანდელ არტკაფე „მანდილოსანს“ და გაიზიარონ ცოდნა ქალთა უფლებებზე, წარმატებულ ქართველ ქალებზე და ა.შ.
🔹 იხილონ ადგილობრივი ხელოვანების, მხატვრების, მოქანდაკეების ნამუშევრები და სურვილის შემთხვევაში შეიძინონ კიდეც;
🔹 ესტუმრონ ღია კინოთეატრს და შეარჩიონ სასურველი სეანსი მთელი დღის განმავლობაში; კერძოდ: იხილონ იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მიერ აღდგენილი ანიმაციური ფილმები, ეროვნული არქივის მდიდარი საარქივო კინოდოკუმენტები;
🔹 დამოუკიდებლობის დღის ყველაზე პატარა მონაწილეებს საშუალება ექნებათ, მთელი დღის განმავლობაში ისარგებლონ ბავშვების გასართობი სივრცითა და მრავალფეროვანი პროგრამით;
🔹 გორის მთავარ მოედანზე გელით, ასევე, ადგილობრივთა ნახელავი: ხელნაკეთი ნივთებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა.

მაშ, ასე: 26 მაისს შევხვდებით გორში.
🇬🇪 ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!

ხაშურელი პედაგოგი სემინარის „მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ“ გამარჯვებული გახდა

access_time20-05-2019, 17:09 chat_bubble_outline35

ხაშურის პირველი საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგი ნანა დაბრუნდაშვილი პროექტ „მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ“ გამარჯვებული გახდა. ის 10 საუკეთესო პედაგოგს შორის მოხვდა, რომლებმაც საკუთარი ნაშრომები კონკურსზე წარადგინეს.
„ევროპასთან ერთად“ ასე ჰქვია პრიოექტს, რომელიც ხაშურელმა პედაგოგმა პირველ საჯარო სკოლაში განახორციელა და მოსწავლეებს ევროპულ ღირებულებებსა და იმ მითების შესახებ ესაუბრა, რომელიც საქართველოშია გავრცელებული.
საუკეთესო პროექტების ავტორი მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონია „ევროპის დღეები 2019“-ის ფარგლებში გაიმართა. პედაგოგებს ჯილდოები მთავრობის მეთაურმა გადასცა.
"ეს მხოლოდ ჩემი გამარჯვება არ არის, ამ პროექტში ჩემი მოსწავლეების უდიდესი შრომაა ჩადებული და პირველ რიგში დიდი მადლობა მათ სიბეჯითისა და აქტიურობისათვის!"- განაცხადა პედაგოგმა.
10 მაისს, სემინარის გახსნის ღონისძიებაზე, რომელიც „ევროპის დღეები 2019“-ის ფარგლებში გაიმართა, საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა ფელიქს ჰეტმა, ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კაი კაარელსონმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ. ღონისძიებას მოდერატორობას უწევდა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე.

ხოვლელების "ბოლო ზარი"

access_time20-05-2019, 16:25 chat_bubble_outline35

ასე აღნიშნეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა “ბოლო ზარი”

ეროვნული სამოსის დღე

access_time17-05-2019, 14:05 chat_bubble_outline35

2019 წლის 18 მაისს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ერთაწმინდაში, წმინდა ესტატეს სახელობის ტაძრის ეზოში, "ეროვნული სამოსის დღე" აღინიშნება.
ამ დღეს მოეწყობა სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, სადაც მონაწილებას მიიღებენ: ფოლკლორული სიმღერისა და ქორეოგრაფიული ანსამბლები. ასევე, გაიმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-დათვალიერება. მოეწყობა სხვა და სხვა წარმოდგენები. ღონისძიება 15:00 საათიდან გაიმართება.