საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

აუტიზმის მქონე ბავშვები და მათი მშობლები ისევ სისტემურ ცვლილებებს ელოდებიან ​

access_time6-06-2019, 00:07 chat_bubble_outline35

საქართველოში აუტიზმს “ახალგაზრდა დიაგნოზს” უწოდებენ. მაშინ, როცა განვითარებულმა ქვეყნებმა უკვე შექმნეს ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის მრავალფეროვანი პროგრამები, რომლებიც გულისხმობს ზრუნვას როგორც 18 წლამდე, ისე ზრდასრულ ასაკში. კვლევებმა აჩვენა, რომ დროული ჩარევით და რამდენიმეწლიანი მუშაობით შესაძლებელია, აუტიზმის მქონე ბავშვის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდეს. თუმცა, საქართველოში სახელმწიფო დაფინანსების სიმცირისა და რეგიონებში სერვისების არარსებობის გამო აუტიზმის მქონე ბავშვების ნაწილი თერაპიულ მკურნალობას დაგვიანებით ან საერთოდ ვერ იღებს.

საქართველოში ყველა მეხუთე მშობელი აღიარებს, რომ ბავშვს სისტემატურად სცემს

access_time5-06-2019, 23:51 chat_bubble_outline35

ნინოს ბავშვობის ყველაზე მძიმე მოგონება მეზობლისგან ნასესხები ნავთის დაქცევას უკავშირდება. ახსოვს, როგორ ცდილობდა დედის დარწმუნებას, რომ ნავთი მას არ დაუღვრია და როგორ ბანდა დედა სისხლიან პირს, თან სცემდა. ამ შემთხვევის გახსენებისას ნინო ყოველთვის ცდილობს დედის გამართლებას -ამბობს, რომ 90-იანი წლები იყო და ბევრი პრობლემის გამო მასაც სტრესი ჰქონდა, თუმცა თავად გადაწყვეტილი აქვს, ყოველთვის ენდოს საკუთარ შვილს.

კვება უფასოა სასადილოებში

access_time23-05-2019, 02:52 chat_bubble_outline35

თბილისში 40 446 ადამიანი უფასო სასადილოების მომსახურებით სარგებლობს. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერიის უფასო სასადილოებით მომსახურების პროგრამის ბიუჯეტი 2019 წელს 2 მილიონი ლარით გაიზარდა, სასადილოში საკვებს ყველა მსურველი მაინც ვერ იღებს. დედაქალაქის მასშტაბით 4 992 ადამიანი სათადარიგო სიაშია რეგისტრირებული და დღიური ულუფის მისაღებად თავის რიგს ელოდება.

უკან 1 2 3 4 5 6 7 8 9 შემდეგი