ლექსო ქურდოვანიძე (თორელი) საქართველოში დაბრუნებული ფერეიდნელი ქართველია

სტატიის ავტორი

30 წლის ლექსო ქურდოვანიძეც ფერეიდნელი ქართველია. მისი ირანში, თორში ცხოვრობდა. უკვე მერვე წელია თბილისში დამკვიდრდა. ლექსო სამშობლოში ჩამოსული ირანელი ქართველებისთვის ერთგვარად, გიდის ფუნქციას ითავსებს და მათ ისტორიული წარსულის გაცოცხლებაში ეხმარება.

ამბობს, რომფერეიდნელ ქართველებს ხშირად მოიხსენიებენ “თათრებად“, ირანელებად თუ ინგილოებად. მათ კი, მობეზრდათ იმის გამეორება, რომ ქართველები არიან და ისტორიულ სამშობლოში ცხოვრობენ.
ლექსო საქართველოში მეგობრებთან ერთად, 2 კვირით ჩამოვიდა, თუმცა სამშობლოში ყოფნის პერიოდი გახანგრძლივდა. მოქალაქეობა მიიღეს და საცხოვრებლადაც დარჩნენ. თბილისში ცხოვრების პერიოდში, სხვადასხვა ადგილზე მუშაობა მოუწია, ბოლოს კი, საკუთარი ნოტარიული ბიურო გახსნა და რამდენიმე ადამიანი დაასაქმა, მათ შორის თბილისელები. ძირითადად ირანულ ენაზე ნათარგმნი დოკუმენტების ოფიციალურად დაამოწმება უწევთ.



საერთო ეზოში, სადაც ლექსო და მისი ბიძაშვილი ცხოვრობენ, რამდენიმე მეზობელი ჰყავთ. რომლებიც ფერეიდნიდან დაბრუნებულ ქართველ ბიჭებს, ოჯახის წევრებისგან არ ანსხვავებენ.



ავტორები: თათია გოგოლაძე; მამუკა მერებაშვილი
скачать dle 12.1








0
თარიღი: 18-07-2019, 14:05
0
300

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх