საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


კარგი მშობლების 8 თვისება - როგორ უნდა აღზარდოთ შვილი სწორად

personuser access_time2-11-2018, 17:14
1. ემპათია


ემპათიის უნარი - კარგი მშობლის მნიშვნელოვანი თვისებაა. ასეთ მშობელებს შეუძლიათ დააყენონ საკუთარი თავი ბავშვის ადგილზე, იგრძნონ მისი ყველაზე ღრმა განცდები.

2. მჭიდრო კავშირი შვილებთან


შვილების მჭიდრო კავშირი დედ-მამასთან მნიშვნელოვანია. იმისათვის რომ ბავშვმა მომავალში შეძლოს ახლო ურთიერთობების დამყარება, მნიშვნელოვანია, რომ მის ცხოვრებაში პირველი სიყვარული სწორად ჩამოყალიბდეს.

3. ყურადღება


თუ მშობლებს ყოველთვის უხარიათ ბავშვის დანახვა, მას სჯერა, რომ ღირსია სხვისი ყურადღების, მეგობრებისა და მასწავლებლების ჩათვლით, შედეგად მას უვითარდება ჯანსაღი თვითშეფასება.

4. პატივისცემა


ბავშვი საკუთარი თავის პატივისცემას სწავლობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უფროსები ეპყრობიან მას პატივისცემით: არ მბრძანებლობენ, არ უკითხავენ ნოტაციებს, არამედ მიმართულებას აძლევენ და ეხმარებიან თავად გაერკვიოს ყველაფერში.

5. სიყვარული


თუ ბავშვობაში მშობლები უყვარდათ, მაშინ ისინი შეძლებენ მისცენ სიყვარული თავის შვილებს და შექმნიან მათთვის კომფორტულ და უსაფრთხო სივრცეს არაუსაფრთხო სამყაროში.

6. დისციპლინა


დისციპლინირებულ მშობლებს შეუძლიათ ღირსეული მაგალითი გახდნენ შვილებისთვის. ასეთი მშობლები აღზრდაში ავლენენ საჭირო სიმყარეს, მაგრამ არა ზედმეტ სიმკაცრეს, და ასწავლიან ბავშვებს სწორად მართონ საკუთარი ცხოვრება, გაუმკლავდნენ ემოციებს და იცოდნენ, როგორი რეაგირება მოახდინონ სხვების ემოციებზე.

7. სოლიდარობა



ბავშვთან ჯანსაღი ურთიერთობების საწინდარია - ჯანსაღი ურთიერთობები მშობლებს შორის. თუ მათ შორის არ არსებობს თანხმობა აღზრდის საკითხებში, პრობლემებს ვერ აცდებიან.

წყარო:trend.geскачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია