საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


,,დაუდევარმა მძღოლმა სამუდამოდ გაიმეტა, მამის და და-ძმის თვალწინ დაიღუპა ტასუნა” – ტრაგიკული ავარია, რომელსაც წლინახევრის ბავშვი ემსხვერპლა

personuser access_time30-11-2018, 12:16
სამწუხაროდ, კიდევ ერთი ტრაგიკული შემთხვევა მოხდა და კიდევ ერთი უდანაშაულო, პატარა ბავშვი შეეწირა იმ განუკითხაობას, რომელიც ჩვენს გზებზე ტრიალებს. როგორც ოჯახის ახლობლები წერენ, წლი-ნახევრის ტასო ჯულუხიძის სიცოცხლე ახალგაზრდა მძღოლის დაუდევრობამ შეიწირა. შემთხვევა ლისის ტბაზე მოხდა 27 ნოემბერს.


“ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე უდიდესი ტრაგედია დატრიალდა. ბავშვის მამა შვილებს ასეირნებდა. გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მანქანა, რომელსაც პატარა გოგო მართავდა… გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან, გადაჯეგა ყველაფერი, რაც გზად შეხვდა და 1.5 წლის ანგელოზივით ბავშვი, ულამაზესი და უსაყვარლესი გოგონა შეიწირა.

ისეთი მძიმე მოსაყოლია დეტალები, რაც იქ მოხდა, რომ ვერც კი დავწერ აქ. ვერ წარმოიდგენთ, რა ხდება ამ ოჯახში, მთელი ოჯახი განადგურებულია…”
“ჩემს საუკეთესო მეგობარს დღეს სიმწრით სავსე დღე გაუთენდა… ორი დღის წინ მათი სახლი სიხარულით იყო სავსე. ორი დღის წინ მზის მაგივრად ტასუნას ხატულა თვალები ანათებდა. ორი დღის წინ ლისის ტბაზე და-ძმასთან ერთად სეირნობდა, როცა დაუდევარმა მძღოლმა სამუდამოდ გაიმეტა…”

“მაპატიეთ, რომ თქვენს გვერდით არ ვარ, მაპატიეთ, რომ ეს ანგელოზი ვერც კი გავიცანი ისე გაგვიფრინდა… ლანას უმცროსი გოგონა გუშინ ტრაგიკულად დაიღუპა, დაუდევარი მძღოლის გამო, მამის და და-ძმის თვალწინ”.

“არასდროს არ დაგივიწყებ ტასუნა” – ეს ბავშვის მამის სიტყვებია, რომელმაც ტასუნას ფოტო გაავრცელა სოციალურ ქსელში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია მანქანის მძღოლი – 18 წლის გოგონა. დაკავებულს ბრალი წარედგინა 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.скачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია