საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


„კიდევ ორი ანგელოზი შეემატა ზეციურ სამშობლოს“ - შემზარავი ავარია -ვინ არიან გარდაცვლილი ახალგაზრდები

personuser access_time5-10-2018, 11:08
ამ დრომდე მძიმეა ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 21 წლის გოგოს მდგომარეობა, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მედიკოსების განცხადებით, მას ტრავმული შოკი, მრავლობითი მოტეხილობები და ტვინის შერყევა აქვს.
კიდევ ერთი დაშავებული კი რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
თვითმხილველთა ცნობით, გუშინ დღის მეორე ნახევარში ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი შეეჯახა. ავარიის შედეგად 2 ახალგაზრდა გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დაღუპულთა სურათებს სოციალურ ქსელში მათი მეგობრები ავრცელებენ:
"აი, თურმე, რატომ მოიღუშა ბათუმმა დღის მეორე ნახევარში, კიდევ ორი ანგელოზი შეემატა ზეციურ სამშობლოს.
ორი მიზანდასახული და მომავლის იმედით სავსე ადამიანი, ჯერ კიდევ ხიჭაურის გიმნაზიის საკლასო ოთახში გავიცანი, როცა სითბოთი და სიყვარულით სავსე განწყობა გადმოაფრქვიეს კეთილი გულებიდან.
სულმან მათმან კეთილთა შინა განისვენოს და ნათესავმან მათმან დაიმკვიდროს ქვეყანა.
გაანათლოს უფალმა მარიამისა და დემურის უკვდავი სული"- წერს გარდაცვლილთა მეგობარი.

წყარო: newposts.ge

скачать dle 12.1

content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია