კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა - 12 წლის ბიჭი მანქანამ გაიტანა

სტატიის ავტორი

ზუგდიდში, ჭითაწყარის საავტომობილო გზაზე  მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ბიჭი ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მასმსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
ზუგდიდის რეფერალური საავამდყოფოს სამედიცინო მენეჯერის სულხან ორჟოანიასთქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ მისი საავამდყოფოშიშემოყვანისას მოზარდი უკვე გარდაცვლილი იყო.

შს სამინისტროში კი ამბობენ, რომ შემთხვევის შემდეგ ავტომობილის მძღოლს შემთხვევისადგილი არ დაუტოვებია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიება სსკოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობისუსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანისსიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული მუხლი ბრალის დამტკიცების შემთხვევაშიისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობისდაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

скачать dle 12.1








0
თარიღი: 10-10-2018, 10:40
0
2 456

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх