საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


პროკურატურა - სახელმწიფო ნომერი, რომელშიც, ნატო ჩხეიძის ინფორმაციით, საბანკო ანგარიშიდან წაღებული თანხა მოთავსდა, 2016 წელს მის მიერ დასახელებულ ავტომანქანაზე გაცემული არ ყოფილა

personuser access_time10-10-2018, 18:48
სახელმწიფო ნომერი III-333, რომელშიც, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის მეუღლის, ნატო ჩხეიძის ინფორმაციით, საბანკო ანგარიშიდან წაღებული თანხა მოთავსდა, 2016 წელს მის მიერ დასახელებულ ავტომანქანაზე გაცემული არ ყოფილა, – ამის შესახებ ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურის ინფორმაციით, 2018 წლის 5 ოქტომბერს მოსამართლის წინაშე ჩვენება მისცა „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის მეუღლემ ნატო ჩხეიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ 2016 წლის 21-22 აპრილს, შპს „ოლიმპუსის“ საბანკო ანგარიშიდან განაღდებული თანხა მოთავსებული და წაღებული იქნა „ტოიოტას“ მარკის, სავარაუდოდ „პრადოს“ მოდელის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით III-333.


„მოწმის განმარტებით, მას აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდა შპს „ოლიმპუსის“ დირექტორმა დ.ფ.-მ, რომელმაც დაკითხვისას ასევე მიუთითა, რომ მან დაიმახსოვრა ავტომანქანის მარკის და სანომრე ნიშანი და მიუთითა იგივე მოდელზე და ნომერზე, რაზეც ნატო ჩხეიძემ ისაუბრა.
ამ ინფორმაციის საფუძველზე პროკურატურის მიერ შსს მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, შსს სახელმწიფო სანომრე ნიშანი III-333 – 07.04.2014 წელს გაიცა მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე MERCEDES-BENZ ML 500, მესაკუთრე დ.კ., 19.10.2014 წელს აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებას შეეცვალა სახელმწიფო სანომრე ნიშანი და გაიცა სხვა სახელმწიფო სანომრე ნიშანი, ხოლო სახელმწიფო სანომრე ნიშანი III-333 ჩაბარდა სარეგისტრაციო განყოფილებას და განადგურდა კანონმდებლობით დადგენილი წესით”, – აცხადებენ პროკურატურაში.
პროკურატურის მტკიცებით, შსს-დან გამოთხოვილი ინფორმაციით, ნომერი III-333 2016 წელს არ იყო გაცემული „ტოიოტას მარკის“ ანდა სხვა მარკის ავტომანქანაზე.
скачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია