საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ელიავას ბაზრობაზე ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

personuser access_time11-10-2018, 10:52
ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, ამჟამად შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ყირიმელმა ჟურნალისტებს განუცხადა, აგლაძის ქუჩაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მისი ინფორმაციით, ამჟამად დარჩენილია ცალკეული კერები, რომელთა ჩაქრობა მიმდინარეობს.


"7 საათზე შემოვიდა გამოძახება, საერთო ჯამში, 18 მანქანა მუშაობდა ტერიტორიაზე,
ამჟამად ცალკეული კერებია დარჩენილი და ხდება მათი დამუშავება. ასევე ხელით ხდება გადარჩენილი მასალის გატანა", - განაცხადა მამუკა ყირიმელმა.
დამწვარია დაახლოებით 800 კვ. მ. ფართობი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
скачать dle 12.1

content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია