საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ხაშურში, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის და ოპერატორის ცემის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

personuser access_time11-10-2018, 11:02
„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის და ოპერატორის ცემის ფაქტზე შსს-მ ორი პირი დააკავა. როგორც „დიანიუსს“ შსს-დან აცნობეს ორივე პირი „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული. უწყების ცნობით, დაკავებულია 1983 წელს დაბადებული ს.უ. და 1976 წელს დაბადებული ი.ც.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და საქმიანობაში ხელი უკანონოდ შეუშალეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ სოფელ ქვიშხეთის ობიექტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ს.უ. და ამავე ორგანიზაციის თარჯიმანი ი.ც. დააკავეს. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 154-ე მუხლის მე-2 და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
скачать dle 12.1

content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია