საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


აუდიტმა კანდიდატების ზოგიერთი შემომწირველის შესახებ სასამართლოს მიმართა

personuser access_time11-10-2018, 11:30
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა რიგი საარჩევნო სუბიექტის შემომწირველებთან დაკავშირებით, სასამართლოს მიმართა. მიმართვაში ასევე საუბარია იმ შემომწირველებზე, რომლებმაც სალომე ზურაბიშვილსაც შესწირეს თანხები. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
აუდიტი სასამართლოს შემომწირველების დეკლარირებულ შემოსავლებზე წვდომის უფლების მიღებას სთხოვს. კერძოდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს იმ შემომწირველების შესახებ სურს ინფორმაციის მიღება, ვინც თანხა საარჩევნო სუბიექტებისთვის 1-5 ოქტომბერის პერიოდშ გაიღო, მათ შორის აუდიტი დაინტერესებულია ექიმების მიერ ზურაბიშვილისთვის თანხების შეწირვის საკითხითაც.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 1-დან 3 ოქტომბრის ჩათვლით შემოწირულების სახით მილიონ ლარზე მეტი მიიღო.
სექტემბერში "ევროპულმა საქართველომ" 91,196 ლარის შემოწირულება მიიღო; "ახალმა საქართველომ" - 35,000 ლარი; დამოუკიდებელმა კანდიდატმა ბესარიონ თედიაშვილმა - 13,000 ლარი; "თავისუფალმა დემოკრატებმა" - 9,700 ლარი; "გირჩმა" - 4,600 ლარი; "თავისუფალი საქართველო" - 1,010 ლარი; "ეროვნული ფორუმი" - 350 ლარი; დამოუკიდებელი კანდიდატი კახაბერ ჭიჭინაძე - 200 ლარი; "ქართლი ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - 20 ლარი.
скачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია