საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


2018 წლის 8 თვის მონაცემებით, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევათა რაოდენობა 7%-ით, დაშავებულების კი - 8%-ით გაიზარდა

personuser access_time11-10-2018, 16:07
2018 წლის 8 თვის მონაცემებით, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევათა რაოდენობა 7%-ით, დაშავებულების კი 8%-ით გაიზარდა. 2018 წლის იანვარ-აგვისტოს საგზაო შემთხვევების სტატისტიკურ მონაცემებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ავრცელებს.

ორგანიზაციის მონაცემებით, 8 თვეში საქართველოს მასშტაბით 4 196 საგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც დაიღუპა 307 ადამიანი და დაშავდა 5 989 პირი. „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ინფორმაციით, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ავტოსაგზაო შემთხვევათა რაოდენობა 7%-ითაა გაზრდილი. ამასთან, 2017 წელთან შედარებით, წლევანდელი წლის 8 თვის მონაცემებით, დაღუპულ პირთა რაოდენობა 8%-ით შემცირდა, კერძოდ, წინა წელთან შედარებით, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 26 პირით ნაკლები დაიღუპა.


მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით თბილისში საგზაო შემთხვევები 4 %-ით, დაშავებულობა კი 2%-ით გაიზარდა. ავტოავარიას ასევე წინა წელთან შედარებით 1 პირით მეტი ემსხვერპლა. „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ინფორმაციით, საქართველოში მომხდარი ავტოავარიების 47%, დაზიანებების 41% და დაღუპულობის 20% დედაქალაქზე მოდის, დანარჩენი კი რეგიონებზე ნაწილდება.


რაც შეეხება 16 წლამდე მოზარდბს, მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით საპატრულო პოლიციის სამოქმედო ტერიტორიაზე 16 წლამდე მოზარდების დაშავებულობა 2 %-ით გაიზარდა, ხოლო 2 მოზარდით ნაკლები დაიღუპა. კერძოდ, 2018 წლის იანვარ-აგვისტოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 16 წლამდე ასაკის 13 მოზარდი დაიღუპა, 646 კი დაშავდა.
скачать dle 12.1

content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია