საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


თბილისში პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა

personuser access_time14-10-2018, 12:05
შინაგან საქმეთა მინისტრმა, საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში, ძველი თბილისის სამმართველოს მე-2 განყოფილების ახალი შენობა გახსნა.

გოგოლის ქუჩაზე მდებარე პოლიციის ორსართულიანი შენობა თანამედროვე სტანდარტებს სრულად შეესაბამება. ახალი შენობა 37 თანამშრომელზეა გათვლილი და მასში, გამომძიებლებისა და დეტექტივების სამუშაო სივრცის გარდა, განთავსებულია დასაკითხი, ამოსაცნობი, საიარაღო და ნივთმტკიცების ოთახები. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მე-2 განყოფილება აქამდე ავარიულ შენობაში იყო განთავსებული. ახალი შენობის მშენებლობა მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და 6 თვეში დასრულდა.скачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია