საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


„ქალი სადისტმა დაასახიჩრა და დაანაწევრა“

personuser access_time11-04-2019, 17:54


ქუთაისში რამდენიმე დღის წინ ქალის ცხედარი იპოვეს. აღნიშნულის შესახებ „კვირის პალიტრასთან“ ადვოკატი ლედი ტუკვაძე საუბრობს და დეტალებს ასაჯაროვებს:

„იმედია, დეტალებს სამართალდამცავები დაადგენენ. ქუთაისის მთავარი სამმართველო იძიებს ამ საქმეს და ვფიქრობ, რომ სასწრაფოდ უნდა გაიხსნას ეს საშინელი ამბავი. უბედურებაა, ქალი სადისტმა დაასახიჩრა და დაანაწევრა და მერე სადღაც მიაგდო და თვითონ, ალბათ, თავისუფალია. ეს ფაქტი რატომღაც არ გახმაურებულა. ვერ გამიგია, რატომ არ ხდება სასწრაფოდ გამოძიება და დეტალების გარკვევა. ჯობია ასეთი მძიმე დანაშაულები დროულად გამოავლინონ და ამას მიხედონ. რატომ დუმან?“ - განაცხადა ტუკვაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტორს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.скачать dle 12.1







content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია