საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ადგილზე იყო, იძახდა, რომ ორი კაცი მოვკალიო, წამიყვანეთო - აგარაში სასტიკი მკვლელობის დეტალებს ჰყვებიან

personuser access_time10-06-2019, 15:59


ადგილზე იყო, არ გასულა ეზოდან, იძახდა, რომ ორი კაცი მოვკალიო და შეგიძლიათ წამიყვანეთო - აგარაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის თვითმხილველები, მომხდარის დეტალებს იხსენებენ. ისინი ამბობენ, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებულს მიმალვა არ უცდია. ის ეზოში იდგა, სისხლიანი და აცხადებდა, რომ ორი კაცი მოკლა.



მოკლულია 41 წლის ირაკლი გელაშვილი, რომელიც ბრალდებულის მეზობელია. მას 16 ჭრილობა აქვს მიყენებული. 50 წლამდე მამაკაცი ირაკლი გელაშვილს თავს მაშინ დაესხა, როდესაც ის აფთიაქიდან გამოვიდა. ამის შემდეგ ის სახლში მივიდა და მეუღლე დაჭრა, რომელსაც 13 ჭრილობა მიაყენა. ქალი ამ დროისთვის "გორმედში" რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მედიკოსების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.



„არც იყო 11-ის ნახევარი, ახალი ამოსულები ვიყავით სახლში და მეზობელმა დაგვირეკა რომ ავთო ჰქვია ბიძაჩემს და დადისო სისხლიანი დანით და იძახისო, რომ ორი კაცი მოვკალიო. მერე ჩამოვიდა დედაჩემი დაბლა და რომ ავიდა სახლში გონზე იყო და იძახდა მიშველეთო. გონება აქვს დაკარგული ახლა. ძალიან მძიმედ არის,“-განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.



თავდასხმის მიზეზად ეჭვიანობა სახელდება. ინფორმაციას მომხდარის შესახებ არ ფლობს დაჭრილი ქალის დედა. მან მხოლოდ ის იცის, რომ მისი შვილი მძიმე მდგომარეობაშია. დაჭრილის დედის თქმით, მის შვილს მეუღესთან კონფლიქტი არ ჰქონია.



გამოძიება განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის და ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.



შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა ბრალდებული მკვლელობის ადგილზე მიიყვანეს და საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარეს.скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია