საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი გაქურდეს

personuser access_time23-10-2018, 11:47
სამტრედიის სოფელ ეწერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის სახლი გაქურდეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა და დამნაშვეები უკვე დაკავებული არიან. სოფლის მცხოვრებლების თქმით, მუნიციპალიტეტში ქურდობის შემთხვევები გახშირდა, თუმცა ამ მდრომდე არცერთი ფაქტი გამოძებული არ არის.

კახიანის სახლში მომხდარ ფაქტს ადასტურებს სამტრედიის მერი ვალერი ფოცხვერია. მისი თქმით, მომხდარის გამო დაკავებულია რამდენიმე პირი, თუმცა მერი მოსახლეობის შენიშვნებს არ იზარებს და აცხადებს, რომ სამტრედიაში კრიმინალი გაზრდილი არაა.

შსს-ში კი აცხადებენ, რომ სამტრედიაში მომხდარი ორი ძარცვის ფაქტი გახსნილია, დაკავებულია 3 პირი. ერთ-ერთმა დაკავებულმა, რომლებსაც ბრალად ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი ავტომანქანიდან აკუმულატორების მოპარვაში დაედოთ ბრალი, სოფელ ეწერში მომხდარი ბინის ქურდობაც აღიარა. გამოძიება სსკ 177-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" და "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.


"შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი ბ. კ., 1968 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა. მ. და 1983 წელს დაბადებული წარსულში ქურდობისათვის ნასამართლევი ლ. ჭ., ქურდობის ბრალდებით, სამტრედიაში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქალაქ სამტრედიაში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი სატვირთო ავტომანქანებიდან 4 აკუმულატორი მოიპარეს.

სამართალდამცველებმა სამივე პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს. პოლიციამ მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო. სამივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
აღსანიშნავია, რომ ლ.ჭ.-მ სამტრედიის რაიონის სოფელ ეწერში ერთ-ერთი მოქალაქის სახლის გაქურდვის ფაქტიც აღიარა.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს"- აცხადებენ უწყებაში.скачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია