საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


სასტიკი მკვლელობა გორში: 9 წლის გოგონას გარდაცვალებაზე ახალი ვერსიები ვრცელდება

personuser access_time26-10-2018, 09:24
9 წლის ნანა ბერიაშვილის ცხედარის ამ დრომდე კომპლექსური ექსპერტიზა უტარდება. საგამოძიებო მოქმედებები კი ლიახვის ნაპირზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეც. კახა საბანაძემ საგამოძიებო მოქმედებები პირად კონტროლზე აიყვანა. უკვე შეიქმნა სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც, გოგონას ოჯახის წევრები კი დროულ გამოძიებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ვიდეოკამერაა დამონტაჟებული და აუცილებელია, რომ მალე მოხდეს ამ კამერების ჩანაწერების შესწავლა.

"2 კამერა აყენია, ორ მაღაზიასთან, ორი მაღაზიაა, ორივე აკონტროლებს გზას. 50 მეტრის იქით რა მანქანა გავიდა. 10 წუთის განმავლობაში. მაგის პოვნას რა უნდა? თუ ეს მანქანა ვერ იპოვეს, მართლა მაგარი გვქონია ეს საქართველო," - განუცხადა მოკლული გოგონას ბაბუამ, ხვიჩა ბერიაშვილმა, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით რაზმაძეს, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.

რაზმაძე მომხდარის სავარაუდო მიზეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ერთ-ერთი ვერსიით, ბავშვს მანქანა დაეჯახა, რის შემდეგაც ცხედარი სხვა ადგილზე გადაასვენეს.

"მეზობლები საუბრობდნენ, რომ მანქანა დაეჯახა და მერე გადაიტანეს გვამი. აქ რაღაცა შემთხვევა იყო, ვიღაცამ შეგნებულად ჩაიდინა, მანიაკის გაკეთებულია... ვერაფერს ვერ იტყვით,"-აცხადებს დავით რაზმაძე.

ადგილზე იმყოფებოდა გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილიც, რომელმაც აღნიშნა, რომ მკვლელობის ვერსიებზე ინფორმაცია არ აქვს, ვიზუალურად კი მისი თქმით, მოკლულს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

მომხდარის ვერსიებზე კომენტარს არც ადგილზე ჩასული შს მინისტრის მოადგილე აკეთებს, რომელიც გამოძიების პროცესს ხელმძღვანელობს. მისი თქმით უწყება ყველა მიმართულებით მუშაობს და ყველაფერს გააკეთებს დამნაშავის გამოსავლენად.скачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია