საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


"წვრილშვილის პატრონი ვართ, რა ვიცოდი მანიაკი თუ მეჯდა სახლში" - ბინის მეპატრონე, სადაც მკვლელი ქირით ცხოვრობდა

personuser access_time27-10-2018, 20:42
(რეზონანსი) სამართალდამცავებმა, გორში 8 წლის გოგონას სასტიკი მკვლელობის საქმეზე იაგო ნებიერიძის თანამშრომლები დაკითხეს.

მუშები, რომლებიც ბრალდებულთან ერთად იყვნენ დასაქმებული, გამომძიებლებმა რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.

ისინი იხსენებენ, რომ 25 ოქტომბერს არცერთი მათგანი სამუშაოდ არ იმყოფებოდა, რადგან დასვენების დღე უნდა ჰქონოდათ. მათთვის უცნობია, რატომ მივიდა იმ დღეს მშენებლობაზე იაგო ნებიერიძე. ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.

„ყველამ კარგად ვიცოდით, რომ უნდა დაგვესვენა ორი-სამი დღე. არ ვიცი, რატომ მივიდა. ალბათ, გულში რამე ჰქონდა, იქ არ უნდა მისულიყო. ჩვენ მაგის ტელეფონებს ვერ შევამოწმებდით იმიტომ, რომ ჯერ მაგას ვერ ვიკადრებდი მე და მეორეც, რომ სულ ჯიბეში ჰქონდა ტელეფონი, არც ისეთი არაფერი შეგვინიშნავს. იძახიან, რომ სურათები ჰქონდა გადაღებული," - ამბობს ერთ-ერთი მუშა.

მშნებლობაზე მომუშავეები ამბობენ, რომ მათ ნამდვილად ჰქონდათ წითელი ურიკა, რომელზეც დღეს განცხადება გარდაცვლილის ბაბუამ გააკეთა.

მოზარდის ბაბუის თქმით, მკვლელობის დღეს მან შენიშნა იაგო ნებიერიძე, რომელიც ქუჩაში წითელი ურიკით გადაადგილდებოდა.

სახლის პატრონი, სადაც დაკავებული იაგო ნებიერიძე მასთან მუშაობდა, ამბობს, რომ სახლში ისე მიიყვანეს, რომ კარგად არ იცნობდნენ.

„ბირჟიდან მოყვანილი მუშა არის ეგ. ჩვენ რომ გვცოდნოდა ეგ, მაგას გავიკარებდით საერთოდ? საერთოდ გვერდზე მივიკარებდით მაგას? აღარ ვვარგივართ. მოდიოდა აქ, როგორც მუშები, პურს ჭამდნენ, მიდოდა, მოდიოდა, მე რა ვიცოდი, რომ აქ მანიაკი მეჯდა სახლში, ჩვენ ვიცოდით ეგ? ჩვენ არაფერი არ ვიცოდით, შოკში ვართ, წვრილშვილის პატრონი ვართ, პატარა ბავშვები, ბიჭები, შვილები, შვილიშვილები, არაფერი არ ვიცოდით," - ამბობს სახლის მეპატრონე.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ გაუჩინარებული 9 წლის გოგონა გორში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვის ცხედარი წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე, მდინარე ლიახვის ნაპირზე აღმოაჩინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გოგონას სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული გორში ცხელ კვალზე დააკავა. 1984 წელს დაბადებული მამაკაცი წარსულში ნასამართლევია.

მეტრონომიскачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია