საპარლამენტო უმცირესობამ „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე პარლამენტში შს მინისტრისა და მთავარი პროკურორის მისვლის საკითხი ბიუროს სხდომაზე დააყენა

სტატიის ავტორი

საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში შს მინისტრისა და მთავარი პროკურორის მისვლას კიდევ ერთხელ ითხოვს.
უმცირესობის სურვილია, გიორგი გახარიამ და შალვა თადუმაძემ “ომეგა ჯგუფის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და ასევე, ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასახული რეკომენდაციების შესრულებაზე კითხვებს გასცენ პასუხი.
როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა სერგო რატიანმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, პარლამენტი არის აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველი ორგანო და როდესაც არსებობს ეჭვი სახელისუფლო ეშელონებში კორუფციაზე, შს მინისტრმა და მთავარმა პროკურორმა პარლამენტის კითხვებს პასუხი უნდა გასცენ.
მისივე თქმით, მათ პასუხები უნდა გასცენ ასევე, საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასახული რეკომენდაციების შესრულების საკითხზე.
скачать dle 12.1








0
თარიღი: 3-10-2018, 13:11
0
737

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх