საია შინაგან საქმეთა სამინისტროს პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავებაში ადანაშაულებს

სტატიის ავტორი

საია-ს განცხადებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა ანალიზის შედეგად, გამოიკვეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავების შემთხვევები.

მათ მიმართეს საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავების ფაქტზე რეაგირების განხორციელების მოთხოვნით.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პირის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ინფორმაციის რამდენიმე წლით შენახვა აკრძალულია. ამ კანონს საფუძვლად საია-ს მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში 2017 წელს მოგებული საქმე დაედო.

საია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მოუწოდებს, შეისწავლოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ პერსონალური მონაცემების დამუშავების პრაქტიკა და გაატაროს კანონით გათვალისწინებული ზომები კანონთან შეუსაბამო პრაქტიკის აღმოსაფხვრელად.

скачать dle 12.1








0
თარიღი: 15-10-2019, 15:16
0
105

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх