შსს-მ დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა

სტატიის ავტორი

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1946 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ო.ჩ. ქუთაისში დააკავა.

მას ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა ედება.
შსს-ს განცხადებით, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ქუთაისში, ქვეითად გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ დაკავებულის პირადის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო 12 შეკვრად დაფასოებული, „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.скачать dle 12.1








0
თარიღი: 2-11-2019, 16:54
0
65

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх