საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


უკანასკნელი კადრები, სადაც ჩანს როგორ ბრუნდება 8 წლის ნანა ბერიაშვილი სახლში - რამდენიმე საათში გოგონა მოკლული იპოვეს

personuser access_time5-11-2018, 10:10
უკანასკნელი კადრები, სადაც 8 წლის ნანა ბერიაშვილი ბოლოჯერ ჩანს ცოცხალი - P.S.-მა ერთ-ერთი სათვალთვალო კამერის ჩანაწერი მოიპოვა. აფთიაქის კამერამ დააფიქსირა როგორ ბრუნდება ნანა ბერიაშვილი სკოლიდან სახლში მკვლელობის დღეს 01 საათსა და 17 წუთზე. ზუსტად ერთ საათში ის სახლიდან ცეკვაზე წავიდა.

ამის შემდეგ ის სახლში აღარ დაბრუნებულა. ოჯახმა ბავშვზე ძებნა გამოაცხადა. საღამოს ნანა ბერიაშვილის ცხედარს სახლსა და ბაზარს შორის არსებულ სამშენებლო ნარჩენების ნაგავსაყრელზე მიაგნეს. გარდაცვლილის ბაბუა ამბობს, რომ დღის გამავლობაში იგივე ადგილი დაათვალიერეს, თუმცა ცხედარი არ იყო. შებინდებისას კი გარდაცვლილი ბავშვებმა იპოვეს.

მალევე სამართალდამცავებმა ერთ-ერთ სახლში გარდაცვლილი ბავშვის სისხლი აღმოაჩინა. დააკავეს იაგო ნებიერიძეც, რომელსაც როგორც გარდაცვლილის ოჯახი ამბობს, ტელეფონში სხვადასხვა ბავშვის ფოტო აღმოაჩნდა.

ბრალდებული, იაგო ნებიერიძე მანამდეც იხდიდა სასჯელს ბევრი მიზეზით, მათ შორის, ფულის გამოძალვის ბრალდებით. წლების წინ, ის ფულს სძალავდა ერთი დაკარგული ბიჭის მშობლებს. არსებობდა ეჭვი, რომ 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილი მან თვითონვე გაიტაცა, მაგრამ ეს ბრალი მას ვერ დაუმტკიცეს.

საპატიმროში ნებიერიძე მაინც მოხვდა და წესით, ის 2027 წლამდე უნდა მჯდარიყო ციხეში, მაგრამ ახალი ხელისუფლების პირობებში მას ამნისტია შეეხო და სასჯელი რამდენიმე წლით შეუმცირდა, ბოლოს კი დარჩენილი ვადა პრეზიდენტმა გაუნახევრა.

წყარო: რუსთავი 2
скачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია