საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ვანო მერაბიშვილს აქვს ჰორნერის სინდრომი, თუმცა გამომწვევი მიზეზები დაუდგენელია -ადვოკატი

personuser access_time4-10-2018, 12:04
ექიმთა კონსილიუმი შეთანხმდა, რომ ვანო მერაბიშვილს აქვს ჰორნერის სინდრომი, თუმცა გამომწვევი მიზეზები დაუდგენელია. ექიმთა უმეტესობა მკურნალობის თვალსაზრისით ვერაფერს ამობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილი პრემიერის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განუცხადა. ადვოკატი ვერ აკონკრეტებს, გადაიყვანენ თუ არა დღეს კლინიკიდან ციხეში ვანო მერაბიშვილს. 

"კონსილიუმი, პრაქტიკულად, დასასრულს მიუახლოვდა. ახლა უკვე ცალკეული ექიმები მოსაზრებებს წერენ, რომლებიც ამ თათბირში მონაწილეობდნენ. სამწუხაროდ, ყველა ექიმი შეჯერდა იმაზე, რომ ისევ იგივე ნიშნულზე ვართ და ეს არის ჰორნერის სინდრომი. რით არის ეს გამოწვეული, ამასთან დაკავშირებით საუბარი უჭირთ. იქ იყო რაღაც განსხვავებული აზრები, რაზეც ახლა მიმდინარეობს მათი მოსაზრებების დაფიქსირება. როდესაც გადმოგვცემენ ამ დოკუმენტს, უფრო მეტი გვეცოდინება. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც მათ გასინჯეს ვანო მერაბიშვილი, პრაქტიკულად უთხრეს ის, რომ სახეზე არსებული ნაკლი - ჩავარდნილი თვალი შეიძლება ასე დარჩეს, შეიძლება გაუმჯობესდეს ან არც გაუმჯობესდეს, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ისევ იმ ნიშნულზე ვართ, სადაც აქამდე ვიყავით. მკურნალობასთან დაკავშირებით მე რაც მოვისმინე, მათი უმეტესობა ამბობდა, რომ ამ მომენტისთვის მკურნალობას ვერ დაუნიშნავენ იმიტომ, რომ ამის საჭიროებას ვერ ხედავენ. დამატებით კვლევებთან დაკავშირებით გაიცა რეკომენდაციები, კონკრეტულად ვერ გეტყვით რა კვლევებია", - აცხადებს ჩივიაშვილმა.
скачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია