საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


17 წლის ბიჭი ნარკოზიდან ვერ გამოიყვანეს, საავადმყოფოს ხელმძღვანელობა არ ამბობს რა მოხდა

personuser access_time6-11-2018, 14:23
ოპერაციის შემდეგ, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში 17 წლის ბიჭი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ბიჭის ოჯახი აცხადებს, რომ მას მანქანა დაეჯახა და მხოლოდ ხელი ჰქონდა მოტეხილი.

გარდაცვლილის მამა ყვება, მათ ექიმებმა უთხრეს, რომ საშიში არაფერი იყო და ბიჭს მხოლოდ ხელის ოპერაციას გაუკეთებდნენ. მისივე ინფორმაციით, სანამ მოზარდი საავადმყოფოში შევიდოდა, გზაში მას ესაუბრებოდა, იცინოდა და ხუმრობდა კიდევაც.

ოჯახის განცხადებით, მოზარდს გულის არანაირი პრობლემები არ ჰქონდა და ისინი ვარაუდობენ, რომ ბიჭი მედიკოსებმა ნარკოზიდან ვეღარ გამოყვანეს. მამა იმასაც ვარაუდობს, რომ მის შვილს ნარკოზი იმაზე ბევრად მაღალი დოზით მისცეს, ვიდრე ოპერაციას სჭირდებოდა. მამა ექიმების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.

„ბავშვი ავარიაში მოყვა. საგანგებო არაფერი სჭირდა. მხოლოდ ხელი ჰქონდა მოტეხილი. გზაში, როდესაც საავადმყოფოში მიმყავდა, გონზე იყო. ჩვეულებრივად საუბრობდა და იცინოდა. ხუმრობდა კიდევაც და ამბობდა, რომ არაფრის ეშინოდა. მას გულის პრობლემები არასდროს ჰქონია. საკმაოდ ჯანმრთელი ბავშვი იყო.

„არ ვიცით რა მოხდა. თუ გულის პრობლემა იყო, ჯერ ხომ უნდა ენახათ და ოპერაცია მერე დაეწყოთ? შეიყვანეს საოპერაციოდ და ბავშვი მომიკლეს. რა უქნეს ასეთი, აზრზე არ ვართ. ვფიქრობთ, რომ ნარკოზიდან ვერ გამოიყვანეს და გული გაუჩერდა.

„მოვითხოვთ, რომ გამოძიება დაიწყოს და გაირკავს რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი", - განაცხადა გარდაცვლილი მოზარდის მამამ.

არსებული ინფორმაციით, არასრულწოვანს ოპერაციის დროს გული გაუჩერდა, ასევე ვრცელდება ვერსია თითქოს პაციენტი ნარკოზიდან ვერ გამოვიდა.

„რეზონანსი" კლინიკის ხელმძღვანელს დავით გოგოძეს დაუკავშირდა და მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა, თუმცა მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით ვერანაირ ინფორმაციას ვერ მოგვაწვდის. ჩვენს კითხვაზე, ვინ შეიძლება მოზარდის გარდაცვალების შესახებ კომენტარი გააკეთოს, მან გვიპასუხა, რომ არ იცის და ვერაფრით დაგვეხმარება.

„არ ვიცი ამ ფაქტთან დაკავშირებით არაფერი. მე არ ვარ კომპეტენტური პირი. ვერ გეტყვით რა მოხდა. არც ვიცი ვინ შეიძლება ამაზე გიპასუხოთ", -განაუცახდა „რეზონანს" კლინიკის ხელმძღვანელმა.

შსს-ში აცხადებენ, რომ „ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა მოზარდი რომელიც გადიყვანეს საავადმყოფოში, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო".скачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია