საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი დღეს სასამართლოში ჩვენებას მისცემს

personuser access_time9-11-2018, 11:06
თემქაზე, 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილის სასამართლო პროცესზე დღეს დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

კერძოდ, დღევანდელ სხდომაზე, დაცვის მხარის მიერ ჩატარებულ ალტერნატიული ექსპერტიზის შედეგებს წარადგენენ.

სასამართლოში ჩვენებას დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე და ექსპერტ-კრიმინალისტი გოგი გოგია მისცემენ.

მათ მკვლელობის იარაღზე - დანასა და ლოდზე, ასევე ბრალდებულის ტანსაცმელზე ჩაატარეს ექსპერტიზა.

შესაძლოა, დღესვე დაიკითხოს ბრალდებული ლადო გრიგალაშვილიც. ის ბრალს არ აღიარებს და ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და ასევე დაზიანებები აღენიშნებოდა თავის არეში. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.скачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია