საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ზაზა ოქუაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე მისასვლელად ლონდონიდან ჩამოსვლას არ აპირებს

personuser access_time4-10-2018, 13:43


"ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი დღეს, 4 ოქტომბერს, მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული, თუმცა ის მისვლას არ აპირებს. ოქუაშვილმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ ის ლონდონში რჩება და საქართველოში დაბრუნებას არ აპირებს. მის განცხადებას gbc.ge ავრცელებს.
ზაზა ოქუაშვილი განცხადებაში წერს, რომ საქართველოში მისი პირადი უსაფრთხოება დაცული არ არის.
"ამავე დროს, არსებობს აშკარა საფრთხე იმისა, რომ ჩემი საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში გამოძიება წარიმართება არაობიექტურად და მიკერძოებულად და მოკლებული ვიქნები შესაძლებლობას, სრულყოფილად დავიცვა ჩემი ინტერესები", - წერს ზაზა ოქუაშვილი.
ოქუაშვილის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას თქმით, "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი მზად არის ჩვენება მისცეს, მხოლოდ არა საქართველოში, არამედ ლონდონში.
3 ოქტომბერს სასამართლო წესით დაკითხეს "ომეგა ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული აუდიოჩანაწერების ერთ-ერთი მონაწილე, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი. ყიფიანმა დაკითხვის შემდეგ მედიას განუცხადა, რომ ფარულ ჩანაწერებს ის და ზაზა ოქუაშვილი ერთად აკეთებდნენ.
პროკურატურამ ზაზა ოქუაშვილის დაბარების შესახებ განცხადება 2 ოქტომბერს გაავრცელა. საქმე მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს შეეხება.
პირველი ჩანაწერი რამდენიმე კვირის წინ "იბერიას" ეთერში გამოქვეყნდა, რომლის მფლობელიც "ომეგა ჯგუფია". არხი ამტკიცებს, რომ ხელისუფლება „ომეგას“ ბიზნესზე ზეწოლით მას ავიწროებს და „თავისუფალი სიტყვის ჩახშობა სურს“. ფინანსთა მინისტრმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ „ომეგა ჯგუფს“ 51 მილიონ ლარზე მეტი საგადასახადო დავალიანება აქვს და სახელმწიფოსგან შეღავათიანი რეჟიმის დაწესების მიუხედავად ვალის გადახდა არ სურს, ტელევიზიას კი შანტაჟისთვის იყენებს.
„ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებული სავარაუდო კორუფციული სკანდალის ფარული ჩანაწერის ერთ-ერთი ფიგურანტია კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ნოდარ ხადური. ის ჩანაწერს ცრუს უწოდებს და „ომეგას“ საქმესთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.
პატივისა და ღირსების შელახვისთვის სამართლებრივ დავას აპირებს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.
"იბერიისა" და "ომეგა ჯგუფის" თემას 12 სექტემბერს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური სანქციების დაწესებისგან მაქსიმალურად ცდილობდა თავის შეკავებას. ბახტაძის თქმით, უწყებებმა კომპანია 11-ჯერ გააფრთხილეს, თუმცა ამის შემდეგ ვალი კიდევ უფრო გაიზარდა.
14 სექტემბერს სპორტის ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიცია დატოვა. 17 სექტემბერს კი ის პროკურატურაში გამოკითხეს.
скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია