საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

ავტოსაგზაო შეთხვევა - მანქანა 25 წლის ბიჭს დაეჯახა

access_time23-12-2018, 15:21 chat_bubble_outline35

ავტოსაგზაო შეთხვევა - მანქანა 25 წლის ბიჭს დაეჯახა

კახეთში 16 დეკემბრის ინციდენტზე შსს-მ 4 პირის დაკავება დაადასტურა

access_time19-12-2018, 10:58 chat_bubble_outline35

ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო



შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ პოლიციელზე თავდასხმის გამო სასამართლოს განჩინების საფუძველზე 1986 წელს დაბადებული ვ.მ. გარდაბნის რაიონში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 4-იდან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დგინდება, რომ ვ.მ. 16 დეკემბერს, კახეთში მომხდარი ინციდენტების დროს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთან - დავით კირკიტაძესთან ერთად თავს დაესხა სამინისტროს ავტობუსში მყოფ პოლიციელს და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

უწყებაში დანარჩენი ორი პირის დაკავების ფაქტსაც განმარტავენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, მათ შორის ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერის 1988 წელს დაბადებული შ.დ.-ს გამოკითხვით გაირკვა, რომ მას 16 დეკემბერს სოფელ ველისციხეში ფიზიკური შეურაცხყოფა ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მიაყენეს... საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე ქ. გურჯაანში დაკავებული არიან შ.დ.-ზე ძალადობაში მონაწილე პირები: 1967 წელს დაბადებული გ.მ. და 1971 წელს დაბადებული მ.უ. რომლებიც აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს“, - იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.