საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

დავით სარალიძის მკვლელი იდენტიფიცირებული არ არის და თავისუფალია - სერგი კაპანაძე

access_time3-06-2019, 15:12 chat_bubble_outline35

დეპუტატი, სერგი კაპანაძე, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე იყო აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა რელევანტურია. "ამ სასამართლომაც კი, რომელიც კონტროლდება ხელისუფლების მიერ, არ გაიზიარა ის აბსურდული, კატასტროფული არგუმენტები, რომელიც გააჩნია პროკურატურას ჯერ კიდევ პირველ ინსტანციაში და ახლა უკვე სააპელაციო დონეზე. როგორც ჩანს, სასამართლო მოერიდა იმ რისხვას, რომელიც შეიძლება, მოჰყოლოდა არასამართლიან გადაწყვეტილებას, რომ პირველ დონეზე მიღებული გადაწყვეტილება დატოვა ძალაში. ეს ნიშნავს იმას, რომ კომისიის დასკვნა არის ისევ რელევანტური, ჩვენს მიერ იდენტიფიცირებული გარემოებები არის ისევ რელევანტური და მათზე უნდა მოხდეს რეაგირება უმოკლეს ვადებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდა ადამიანის განზრახ მკვლელობაში მონაწილე ადამიანი, რომელმაც დათო სარალიძეს მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები, არის თავისუფლებაზე და ამის შესახებ იცის ყველამ. ახლა ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა ეს ადამიანები იქნან დასჯილები და იზეიმოს მართლმსაჯულებამ. ამ ადამიანების გამოსავლენად საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური ნება“, - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.
შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოსწავლეების საქმეზე არასრულწლოვანი მსჯავრდებულების გ.ბ.-სა და გ.ჯ.-ს განაჩენი ცნობილია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ ნაწილობრივ შეცვალა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და რამდენიმე წუთის წინ გამოცხადებული განაჩენით, გ.ჯ. ნაწილობრივ ცნეს დამნაშავედ დავით სარალიძის მკვლელობაში ჯგუფურად, სხვა პირებთან ერთად.

"არავინ იფიქროს, რომ ან მოვდუნდები ან გვერდზე გავიწევი, ბრძოლა იქნება ბოლომდე"

access_time3-06-2019, 15:04 chat_bubble_outline35

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ბოლომდე იბრძოლებს და არ გაჩერდება. “პირველად გამოჩნდა იმის შეგრძნება, რომ სამართალი უნდა აღდგეს აუცილებლად, მაგრამ ეს არ ნიშნავს საბოლოოდ სამართლის აღდგენას, ეს არის ნაწილობრივ სამართლის აღდგენა. ბრძოლა გრძელდება ისევ, ბოლომდე, არავინ იფიქროს, რომ ან მოვდუნდები ან გვერდზე გავიწევი, ბრძოლა იქნება ბოლომდე. მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ აქვთ ძალიან ცოტა დრო დარჩენილი. ეს ბრძოლა არ გაჩერდება. არავის არაფერს არ შევარჩენ“, - განაცხადა სარალიძემ.თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ ნაწილობრივ შეცვალა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და რამდენიმე წუთის წინ გამოცხადებული განაჩენით, გ.ჯ. ნაწილობრივ ცნეს დამნაშავედ დავით სარალიძის მკვლელობაში ჯგუფურად, სხვა პირებთან ერთად.

"ჩემთვის უდიდესი ღირსებაა ვემსახურო საქართველოს თქვენთან ერთად!"

access_time31-05-2019, 18:10 chat_bubble_outline35

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პოლიციისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სამინისტროს ქვედანაყოფებსა და რიგითებს შემდეგი სიტყვებით მიულოცა პროფესიული დღე: "დღეს, ჩვენ აღვნიშნავთ პოლიციის 101-ე დღესასწაულს 1918 წლის დამპოუკიდებლობის შემდგომ. თითოეული ჩვენგანისთვის ეს არის უდიდესი დღე და კარგად გვესმის რომ ამ ქვეყნის მართლწესრიგისა და სიმშვიდის პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული. ძვირფასო პოლიციელებო ჩვენ დღეს ზუსტად ვიცით სად ვართ, რა გეგმები გვაქვს და საით მივდივართ. სწორედ ამ გეგმებიდან გამომდინარე ჩვენს რეფორმებს დავარქვით სისტემური განახლება, რატა შევინარჩუნოთ კარგი, რაც იყო ჩვენს წარსულში და სიახლეებიტა და რეფორმებით ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ. ჩვენი მიზანია ეფეზტური და პოლიტიკურად ნეიტრალური პოლიცია. ეს არსი ძირიტადი, რასაც უნდა მივაღწიოთ და რა თქმა უნდა არის ასევე ჩვენი უმნიშვნელოვანესი მიზანია, რომ ამის ფონზე შევინარჩუნოთ ადამიანის ღირსება და მისი უფლებები. ამას ჩვენ ყველა ერთად მივაღწევთ. ბატონო პოლიციელებო, ბატონო მეხანძრე-მაშველებო, ბატონო მესაზღვრეებო, ბატონებო, ვინც ემსახურებით შინაგან საქმეტა სამინისტროს თქვენი მსახურება არის უდიდესი პასუხისმგებლობა და არ არსებობს იმაზე ღირსეული მსახურება, რომ ემსახურო სენი მოქალაქის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და იყო შენი ქვეყნის სიმსვიდის სადარაჯოზე! კიდევ ერთხელ გილოცავთ პოლიციის დრეს. ჩემთვის უდიდესი ღირსებაა ვემსახურო საქართველოს თქვენთან ერთად! მადლობა."

უმძიმესი ავარია ცოტა ხნის წინ მოხდა - გარდაცვლილია ერთი ადამიანი

access_time31-05-2019, 16:38 chat_bubble_outline35

უმძიმესი ავარია - გარდაცვლილია ერთი ადამიანი

დავით კირკიტაძე გაათავისუფლეს

access_time31-05-2019, 16:26 chat_bubble_outline35

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით კირკიტაძე საპროცესო გარიგების შედეგად პატიმრობიდან გათავისუფლდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ მიიღო. დავით კირკიტაძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალი აღიარა და მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა. როგორც მან აღნიშნა, ის პატივს სცემს პოლიციის ინსტიტუტს. შეგახსენებთ, დავით კირკიტაძის მიმართ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით არის აღძრული, რაც პოლიციელზე თავდასხმას, ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ქონების დაზიანებას გულისხმობს.

აჭარაში მაღალჩინოსნები დააკავეს

access_time30-05-2019, 16:42 chat_bubble_outline35

„პრაიმტაიმი"-ს ინფორმაციით, აჭარის მთავრობის მაღალჩინოსნები დააკავეს. დაკავებულთა შორის არის აჭარის განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბაგრატ მანველიძეც. ამ საკითხზე პროკურატურაში 17:00 საათზე საგანგებო ბრიფინგი დაინიშნა. ბრიფინგამდე უწყება დაკავებულთა ვინაობას არ ასაჯაროებს.

თამარაშვილის ქუჩაზე ავტომობილი ამოტრიალდა

access_time29-05-2019, 14:55 chat_bubble_outline35

თბილისში, მიხეილ ტამარაშვილის ქუჩაზა მოძრავი ავტომობილი გაჩერებულ ავტომობილს შეეჯახა და ამოტრიალდა. დაშავებულია ერთი ადამიანი. შსს-მ საქმეზე გამოძიება სსკ-ის ​276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
ფოტო: 1TV.GE