საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


,,სახურავზე რამდენიმე ბიჭიც იყო: მათ შელაპარაკება მოუვიდათ და გოგოს ხელი ჰკრეს" - ვინ არის გარდაცვლილი 13 წლის ბავშვი (ფოტო)

personuser access_time14-03-2019, 09:52


13 წლის გოგო, რომელიც გუშინ რუსთავში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადავარდა, ლიზა ვადაჭკორიაა.

შემთხვევა ლეონიძის ქუჩაზე გუშინ მოხდა. მოზარდი 8-სართულიანი შენობის სახურავიდან გადავარდა.

ადგილობრივი მცხოვრებლები მომხდარის მიზეზებთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ. ერთ-ერთის თანახმად, 13 წლის მოზარდი მეგობარ გოგოსთან ერთად ფოტოებს იღებდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა და რვასართულიანი კორპუსის სახურავიდან გადავარდა.

მეორე ვერსიით კი ორ გოგოსთან ერთად, სახურავზე რამდენიმე ბიჭიც იყო: მათ შელაპარაკება მოუვიდათ და გოგოს ხელი ჰკრეს.

ექსპერტ-კრიმინალისტები კი "ქრონიკასთან" ამბობენ, რომ სახურავის კიდეზე ერთი ადამიანის ფეხის ანაბეჭდი ამოიღეს და ეს ერთი ფეხსაცმლის კვალია.
скачать dle 12.1







content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია