საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


,,მანქანა ისეა დაზიანებული, რომ მათი გადმოყვანა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.“ - გარდაცვლილი გოგო ორსულად იყო

personuser access_time23-05-2019, 12:59


„პრაიმტაიმისთვის“ სუფსაში ერთი საათის წინ მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები გახდა ცნობილი. არსებული ინფორმაციით, ავტოავარიის შედეგად დაღუპულია ორი ძმა და მათი ნათესავი რომელიც ავტომობილს მართავდა, ასევე ერთ-ერთი ძმის მეუღლე, რომელიც ორსულად იყო.

მომხდარ ავარიას შემთხვევით შეესწრო ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე, ბესიკ ტაბიძე.

„პრაიმტაიმთან“ საუბრისას ბატონი ბესო ამბობს, რომ ასეთი კადრები ცხოვრებაში არ უნახავს: „საშინელებაა, სიტყვებით ძნელია რამის გადმოცემა. ამ დილით სრულიად შემთხვევით შევესწარი ფაქტს. სავარაუდოდ, წვიმის გამო მსუბუქი ავტომობილი მოსრიალდა და სატვირთოს მთელი ძალით შეეჯახა. ადგილზე ყველა დაიღუპა. მანქანა ისეა დაზიანებული, რომ მათი გადმოყვანა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.“ - ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით გარდაცვლილია 4 ახალგაზრდა, მათგან ორი ურეკის მკვიდრი, ორი ძმა და ერთ-ერთის ცოლი. ხოლო ერთი ახალგაზრდა ლანჩხუთიდან იყო, რომელიც ცოტა ხნის წინ დაქორწინდა.

ცნობისთვის, დღეს ერთ-ერთი გარდაცვლილის, ა.კ - ის (რომელიც ცოტა ხნის წინ დაქორწინდა) გარდაცვლილი დედის დაბადების დღე იყო. მას დეიდაშვილებისთვის ჩაუკითხავს ურეკში. უბედური შემთხვევა კი უკან გზაზე მოხდა.скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია