“ისე მომკვდარა, ხმაც კი ვერ გაუღია, მისი ორივე და ყოფილა თამაშზე, სადაც ეს უბედურება დატრიალდა”

სტატიის ავტორი

20 წლის ლაშა მღებრიშვილის გარდაცვალების ფაქტმა უამრავ ადამიანს დაწყვიტა გული. ახალგაზრდა ბიჭი, გუშინ რაგბის თამაშის დროს გარდაიცვალა. იგი შერკინებისას მოულოდნელად გახდა ცუდად, გული გაუჩერდა, კრიჭა შეეკრა და მისი გადარჩენა ვერავინ შეძლო.
ლაშას ტრაგიკულად დაღუპვის ამბავს უამრავი ადამიანი ეხმაურება.

ჩვენთან საუბარში საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორმა ნიკო კვარაცხელიამ გაიხსენა მისი სტუდენტობის პერიოდი, გაიხსენა ის, თუ როგორი მხიარული და კომუნიკაბელური იყო.

– ლაშა იყო არაჩვეულებრივი გულისხმიერი, ძალიან წესიერი და მოწესრიგებული ახალგაზრდა. სამი წელია რაც ვიცნობ და მასზე ვერფერ ცუდს ვერ გავიხსენებ. წელს ვისვენებდი ქობულეთში და იქ ვნახე, ისე გაუხარდა ჩემი ნახვა, სელფი გადაიღო ჩემთან, ახლა კი გავიგე, რომ ეს ფოტო მის ფეიბუქგვერდზე აუტვირთია და დაუწერია ჩემი უსაყვარლესი ლექტორიო მადლობაც კი ვერ გადავუხადე, ისე წავიდა ჩვენგან ბავშვი…ტურიზმზე სწავლობდა ჩვენთან. არ არსებობს და არ მეგულება ლაშაზე განაწყენებული ვინმე ყოფილიყო. ძალიან გახსნილი და კომუნიკაბელური ბავშვი იყო. საოცარი აურა ჰქონდა, მუდმივად იღიმებოდა, არასოდეს გვინახავს მის სახეზე ღრუბელი. ექსკურსიებზე, სპორტულ შეჯიბრებებში სულ გამორჩეული და აქტიური იყო. ძალიან მეტკინა გული, ავტობუსით სახლში მოვდიოდი და უნებლით შევამჩნიე, რომ ვტიროდი, ასე დიდი ხანია არაფერი განმიცდია. მთელი უნივერისტეტი იყო იმ თამაშზე…როდესაც ლაშას თავს
უბედურება დატრიალდა, მისი ორივე დაც იქ ყოფილა. ისე მომკვდარა ხმაც კი ვერ გაუღია.

– ბატონო ნიკო, შემზარავი ამბის შემდეგ, ვინმეს ხომ არ უხსენებია, რომ გულის პრობლემების აწუხებდა ლაშას?
– ამის შესახებ არაფერი ვიცი. დღეს მაჩვენეს ერთი ნაწერი, რომელიც ძალიან მომხდა გულზე, 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობას აქვს დაწერილი ფეისბუქზე, “სიკვდილით ყველაფერი არ მთავრდება, სიკვდილით იწყებაო”, არ ვიცი რატომ გაუჩნდა ამის დაწერის სურვილი.скачать dle 12.1








0
თარიღი: 31-10-2018, 23:31
0
860

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх