საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ავტომობილი გარე განათების ბოძს დაეჯახა და ამოტრიალდა - მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა

personuser access_time1-11-2018, 11:51
ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში – შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მსუბუქი ავტომობილი გარე განათების ბოძს დაეჯახა.

გარდაიცვალა ერთი და დაშავდა ერთი ადამიანი. მედიკოსების თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ კლინიკაში მიყვანილი პაციენტის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დაშავებულის სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება. შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.скачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია