საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

2 წლის ბავშვი მეორე სართულიდან გადმოვარდა

access_time7-06-2019, 15:54 chat_bubble_outline35

ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფიაში, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულიდან 2 წლის ბიჭი გადმოვარდა. ბავშვი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, პაციენტი დაკვირვების ქვეშაა.

„ბავშვს ჩაუტარდა ყველა საჭირო გამოკვლევა. იმ ტიპის დაზიანება, რამაც შეიძლება ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას, გამოხატული არ არის, თუმცა, ნებისმიერი გართულების თავიდან ასაცილებლად, 2 წლის ბავშვი რჩება კლინიკაში და დაკვირვების ქვეშაა“, – აცხადებს ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორმა ხათუნა კეკელაშვილმა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

სვანეთში ადიდებულმა ნენსკრამ ხიდები წაიღო

access_time7-06-2019, 15:25 chat_bubble_outline35

ჭუბერში ნენსკრა ადიდდა. წაღებულია ხიდები და მოსახლეობის ნაწილი იზოლირებულია. ძლიერმა დინებამ ახალი დამბები გაარღვია. მოსახელობა ამბობს, რომ სტიქიამ სოფლებს მძიმე შედეგები ხელისუფლების დადუევრობის გამო მიაყენა. წინა სტიქიის შემდეგ კალაპოტი არ გაწმინდეს, რამაც წყლის დაგუბება გამოიწვია. სვანეთში გაწმენდითი სამუშაოების დაწყების მიზნით ტექნიკა უკვე შეყვანილია, მაგრამ მდინარის ძლიერი დინების გამო ჯერ მათი მუშაობა ვერ ხერხდება. მდინარის პირას მცხოვრებმა მოსახლეობამ სახლები მიატოვა. "ღამე არ გვიძინია. ის ვითომ გაკეთებული ჯებირებიც დაანგრია, მიწებიც წაიღო. დილიდან უკვე გადმოინაცვლა მოსახლეობის მხარეს. ყველა მზად არის რომ გაიქცეს აქედან. ასეთი შიშით ცხოვრება უკვე ამოსული აქვს ხალხს ყელში. დარბიან ვითომ ეს ექსკავატორები, ვითომ შველიან, მაგრამ ყველა ხვდება რომ აქ მდინარე ასე იყო ოდითგან. მაგრამ ასეთი რარაც არ ხდებოდა. ჰესის მერე დაიწყო ეს უბედურება. ბავშვები გახიზნულები არიან. ვიდექით და მთელი ღამე ველოდებოდით როდის წაიღებდა სახლებს"- ამბობს ადგილობრივი.