ქობულეთს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა აქვს

სტატიის ავტორი


ქობულეთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ცენტრი გაიხსნა. ახალი სამსახურის გახსნას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო.
რიჟვაძის თქმით, ქობულეთისთვის, როგორც საკურორტო ქალაქისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე სასწრაფო სამედიცინო ცენტრის არსებობა.
,,ჩვენი მედპერსონალისთვის, რომელიც 24 საათიან რეჟიმში ემსახურება მოქალაქეებს და ჩამოსულ ტურისტებს, მნიშვნელოვანია გამართული ინფრასტრუქტურა. ვფიქრობ, ახალი ცენტრის გახსნა ხელს შეუწყობს სერვისის გაუმჯობესებას და გაზრდის ოპერატიულობას. ეს არის ერთ-ერთი პირველი ახალი ცენტრი, რომელიც რეგიონში გაიხსნა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამით არ დავკმაყოფილდებით და მაღალმთიან აჭარაშიც ვგეგმავთ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას“ - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა საერთაშორისო სტანდარტების დაცვით არის აგებული. ცენტრი აღჭურვილია საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით. გათვალისწინებულია სივრცე სამედიცინო სახარჯი მასალისა და სხვა ტექნიკური ინვენტარისთვის. შენობის გარე პერიმეტრზე განთავსდება ავტოპარკი.
скачать dle 12.1








0
თარიღი: 5-10-2018, 11:47
0
547

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх