სიცოცხლისთვის საშიში ნარკოტიკი საქართველოშია - სპეციალისტები ახალი მკვლელი ნარკოტიკის შემადგენლობის დადგენას ვერ ახერხებენ

სტატიის ავტორი

სიცოცხლისთვის საშიში ნარკოტიკი საქართველოში ისევ გამოჩნდა. როგორც ნარკოლოგები „რეზონანსთან“ აცხადებენ, ამ ნივთიერების მოხმარება მძიმე კომატოზურ მდგომარეობას იწვევს. სწორედ მსგავსი შემთხვევა რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა - ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების შედეგად 3 ადამიანი მოიწამლა.

მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ წევრი დავით სუბელიანი აცხადებს, რომ ახალგაზრდებმა აღნიშნული ნივთიერება ერთ-ერთი ვებგვერდის საშუალებით შეიძინეს. მოწამვლა შესაძლოა გამოწვეული იყოს ერთ-ერთი სინთეზური ოპიოიდით, რომლის მოქმედება ბევრად აღემატება ჰეროინის მოქმედებას.

სუბელიანია აცხადებს, რომ ნივთიერება, რომელიც უმძიმეს შედეგებს, მათ შორის, კომატოზურ მდგომარეობას იწვევს, ახალგაზრდებმა შეიძინეს, როგორც ნარკოტიკული საშუალება MDMA. აღნიშნულ პირებს ამ ნივთიერების მიღების შემდეგ სხვადასხვა სიმპტომი გამოუვლინდათ.

ნარკოლოგები „რეზონანსთან“ აცხადებენ, რომ, სავარუდოდ, მოწამლულ ადამიანებს ფენტანილის მსგავსი სიმპტომები აღენიშნებათ, თუმცა გადაჭრით ამის თქმა ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ შეეძლებათ.

ნარკოლოგები არც იმას გამორიცხავენ, რომ თუ ეს ფენტანილი არ არის, საერთოდ ნივთიერების წარმომავლობის დადგენაც კი ვერ მოხდეს, რადგანაც ყოველდღიურად 100-მდე სხვადასხვა ნივთიერებები იქმნება, რომელთა ტესტები არ არსებობს და მისი დადგენა სპეციალისტებს უჭირთ.

თუმცა ფენტანილის შემთხვევაში მისი მოქმედება 100-ჯერ აღემატება ჰეროინის მოქმედებას.

წარმოდგენისთვის, ფენტანილის თერაპიული დოზა არის 50 მიკროგრამი, ჰეროინის კი - 5 მილიგრამი. სწორედ ეს განაპირობებს ფენტანილის მოხმარების შემთხვევაში ზედოზირების ძალიან მაღალ რისკს.

მედიკოსების ინფორმაციით, მოწამლული ახალგაზრდების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ორი ახალგაზრდის მდგომარეობიდან გამოყვანა და გამოფხიზლება მოხდა, ხოლო მესამე კვლავ კომატოზურ მდგომარეეობაშია და მისი გამოფხიზლება ჯერ ვერ ხერხდება.

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე „რეზონანსთან“ საუბარში ახალგაზრდებს მოუწოდებს, რომ ბოლო დროს ინტერნეტით ნაყიდი ყველა ნარკოტიკული ნივთიერება სასწრაფოდ თავიდან მოიშორონ და მისი მიღება არაფრით არ სცადონ. ნარკოლოგი გვიყვება, რომ ყოველდღიურად ახალ-ახალი ნარკოტიკული ნივთიერებების შემქნა ხდება, რომელთა ტესტები არც კი არსებობს და მისი გამოვლენაც კი ვერ ხდება. ამიტომაც სპეციალისტები მათ წინააღმდეგ ფაქტობრივად უძლურები არიან.

სიხარულიძე ამბობს, რომ ჯერჯერობით ექსპერტიზის დასკვნის არარსებობის გამო, გადაჭრით რთული სათქმელია რით მოიწამლა სამი ახალგაზრდა. თუმცა, ფაქტია, რომ მათ მძიმე ინტოკსიკაცია მიიღეს და ერთ-ერთი დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

„სამივე მათგანს ნივთიერების მიღების თანავე ძილიანობა დაეწყოთ. ორის გამოფხიზლება მალევე მოხდა, ხოლო მესამის მდგომარეობიდან გამოყვანა ვეღარ მოხერხდა. ის მძიმე კომატოზურ მდგომარეობაში კვირას გარდაიცვალა.

„მსგავსი სიმპტომები, როგორც ვიცით, ფენტამინის მოხმარების დროს ვითარდება ხოლმე. იწყება ძილიანობა და შემდეგ ადამიანის კომაში ჩავარდნა ხდება. თუმცა, გადაჭრით მაინც ვერ ვიტყვით, არის თუ არა ეს ფენტანიმი, რადგანაც ყოველდღიურად 100-მდე სხვადასხვა სახის უცნობი ნივთიერებები იქმნება, რომელსაც მსგავის სიმპტომებიც შეიძლება ჰქონდეს.

„სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნის მიუხედავად, ის საჯარო არ ხდება და პროფესიული წრეებისთვისაც კი უცნობია, რა მოიხმარეს ახალგაზრდებმა. ეს ოჯახის გადასაწყვეტია, რომელსაც არ სურს, რომ პერსონალური ინფორმაციის გავრცელება მოხდეს. თუმცა სახელმწიფოს აქვს გარკვეული ბერკეტი, რომ ეს პროფესიულ წრეებში მაინც გაავრცელოს და ჩვენთვის, ნარკოლოგებისთვის მაინც ხელმისაწვდომი იყოს“, - აცხადებს სიხარულიძე „რეზონანსთან“.

ნარკოლოგი ამბობს, რომ შესაძლოა ამ ნივთიერებას საერთოდ „ნაზლი“ ერქვას, ან რაღაც სხვა, თუმცა მის შემადგენლობაში რა შედის, კაცმა ვერც დაადგინოს. მისი თქმით, ექიმები ხშირ შემთხვევაში ნივთიერების გამოვლენას იმის გამო ვერ ახერხებენ, რომ მისი ტესტიც კი არ არსებობს და ის მსოფლიოში არსად რეგისტრირებულიც არ იყოს.

ნარკოლოგი ამბობს, რომ პრევენცია ერთადერთი საშუალება ამ შემთხვევაში ახალგაზრდების ინფორმირებაა, რომ უცნობი სუბსტანცია არ მიიღონ. სიხარულიძე ამბობს, რომ ეს ნივთიერებები კლუბური ნარკოტიკის სახლითაც იყიდება, მისი გარჩევა საერთოდ შეუძლებელია და ახალგაზდები აქაც საკმაოდ დიდ შეცდომას უშვებენ.

ნარკოლოგი თათა ასათიანი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ შესაძლოა სამი ახალგაზრდის მოწამვლის მიზეზი ფენტანილისს მიღება იყოს, რადგანაც სიმპტომები ამ ნივთიერების მოხმარებისას ემთხვევა. ნარკოლოგი ამბობს, რომ ამ ნივთიერებას ძილიანობა, შემდეგ სუნთქვის დათგრუნვა და კომატოზური მდგომარეობა ახასიათებს.

ასათიანი ამბობს, რომ ფენტანილის მიღებისას დოზასაც მნიშვნელობა აქვს, თუმცა, მისი სიძლიერიდან გამომდინარე, დოზის გაკონტროლებაც რთულია, მითუმეტეს, როდესაც მომხმარებელმა ზუსტად არ იცის, რომ ფენტანილს იღებს.

„პირველ რიგში პრევენციისთვის აუცილებელია, როგორც კი დაინახავენ, რომ ადამიანს ნივთიერების მიღების შემდეგ ეწყება შემდეგი სიპტომები - ძილიანობა, არეული ცნობიერება, ჰალუცინაციები, ეიფორია, კუნთების რიგიდულობა და კომატოზური მდგომარეობა - დაუყოვნებლივ სასწრაფო გამოიძახონ. ყოველ წუთს ამ შემთხვევაში შესაძლაო გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს.

„ფენტანილთან ბრძოლის ერთადერთი საშუალება, რითაც ადამიანი გამოჰყავთ, ნალოქსონია იგივე ნარკანია, რომელიც ოპიოიდური ზედოზირების დროს ადამიანის სიკვდილისგან ხსნის ერთადერთი საშუალებაა. თუმცა, ეს პრეპარატი ჯერ ერთი, რომ რეცეპტის გარეშე არ გაიცემა, და მეორეც - ქვეყანაში მისი დეფიციტია.

„ასევე არაფრით არ უნდა მივცეთ ადამიანს ასეთ შემთხვევაში ძილის საშუალება. მისი გამოფხიზლება ყველანაირი მეთოდით უნდა ვცადოთ“, - აცხადებს „რეზონანსთან“ ნარკოლოგი.

ზაფხულში 2 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი სწორედაც, რომ ფენტანილი გახდა. სამხარაულის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, გარდაცვლილების სისხლსა და ორგანიზმში 4 ნარკოტიკული ნივთიერება აღმოჩნდა, მათ შორის არის ფენტანილი - სინთეზური ოპიოიდი.

ორივე შემთხვევაში დასკვნაში წერია, რომ სიკვდილის მიზეზია ინტოქსიკაციაა, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების მოქმედების შედეგად განვითარდა.

ასევე, ორივე შემთხვევაში დასკვნებში ვკითხულობთ, რომ გარდაცვლილთა ორგანიზმში აღმოჩნდა შემდეგი ნივთიერებები: მეტადონი, ექსტაზი, ტენაამფეტამინი და ფენტანილი.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება 4 გარდაცვლილის შესახებ აქვს დაწყებული.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყანაში ნარკოტიკების დიდი ოდენობით შემოტანის ფაქტი აღკვეთეს და რამდენიმე სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქე დააკავეს.

ხოლო სულ ჯამში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის განმავლობაში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო და 116 ნარკორეალიზატორი დააკავა. ამოღებულია: 35 კილოგრამი „ჰეროინი“, 6 კილო და 600 გრამი „კოკაინი“, 12 ათასამდე აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, 3 კილოგრამამდე „მდმა“, ასევე, 1კილო და 500 გრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული მედიკამენტი.

ინფორმაციის მიღების წყარო: resonancedaily.comскачать dle 12.1








0
თარიღი: 10-12-2018, 12:45
0
1 318

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх