ხურვალეთიდან ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე შშმ პირია

სტატიის ავტორი

სოფელ ხურვალეთში ე.წ. მესაზღვრეებმა ერთი პირი, ოთარ სამნიაშვილი დააკავეს. მომხდარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.

სოფელ ხურვალეთის ხანდაზმულთა თავშესაფრის „სახლი საზღვრების გარეშე“ წარმომადგენლის განცხადებით, 34 წლის ოთარ სამიაშვილი შშმ პირია.

ხანდაზმულთა თავშესაფარის წარმომადგენლის ინფორმაციით, ინციდენტი სახლის ბენეფიციარმა აივნიდან დაინახა, გატაცება ხანდაზმულთა სახლთან ახლოს ხურვალეთის სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ოთარ სამნიაშვილს მეტყველება უჭირს, გატაცების შესახებ უკვე ეცნობა ევროკავშირის სადამკვირებლო მისიასაც.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх