სასწავლო პროცესი 21 იანვარს განახლდება

სტატიის ავტორი

განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე სასწავლო პროცესის დაწყების კიდევ გადავადების საჭიროება არაა.

"წითელაზე ძალიან აქტიურად ვართ ჩართული შესაბამის ორგანიზაციებთან. დღესაც გავავრცელეთ რეკომენდაციები, რომელიც სკოლებში შესაბამისი მოქმედებების გატარებას შეეხებოდა. ორშაბათს სასწავლო პროცესი დაიწყება, მაგრამ საათობრივად გვექნება კომუნიკაცია სკოლებთან და შესაბამის ორგანოებთან. თუ რაღაც ჩარევა დასჭირდა ან რაღაც საფრთხე გაჩნდა, მზად ვართ, ნებისმიერი გადაწყვეტილება მივიღოთ, რადგან გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია სწავლა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ბავშვების ჯანმრთელობა. ამიტომ ეს წითელას შეეხება თუ გრიპის ვირუსს, ყოველდღიურად დავაკვირდებით, სკოლებში ვივლით, ვნახავთ, პროცესი როგორ მიმდინარეობს და თუ რამე ნაბიჯის გადადგმა გახდა საჭირო, უსწრაფესად მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

განათლების სამინისტრომ სასწავლო დაწესებულებებს სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების რეკომენდაციით დღეს მიმართა.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх