სალომე შარვაძის დედამთილი ჩცდ-ს სერიის ნახვის შემდეგ კლინიკაში მოხვდა

სტატიის ავტორი

„ჩემი ცოლის დაქალების“ ბოლო სერიები ქეთის ღალატის თემას ეძღვნება, მან ურთიერთობა დაოჯახებულ ექიმთან, აჩიკოსთან გააბა და მაყურებლის გულისწყრომა დაიმსახურა… ამ პერსონაჟის გარშემო „ჩცდ“-ს „ფეისბუქ“-გვერდზე ათასობით კომენტარი იწერება, სადაც, ძირითადად, ქეთის პანაშვიდს ელოდებიან.

მსახიობებს, ვინც ზაზას, აჩიკოს და ქეთის განასახიერებენ, ხშირად უსვამენ შეკითხვას, როგორ დასრულდება ეს ამბავი.

სალომე შარვაძე "კურიერში" საუბრისას აღნიშნავს: „ვიღაცები მწერენ, თითი არავინ დაგაკროს, თორე მაგას ვანახებთო. მოწმერეს, თუ თავშესაფარი გინდა, მზად ვართ, მიგიღოთო. ასეთი ბევრი მესიჯი მომდის. ჩემმა ნამდვილმა დედამთილმა ისე განიცადა ჩემი და ნიაკოს სცენა მანქანაში, რომ საღამოს საავადმყოფოში წაიყვანეს…“

სოსო ხვედელიძე, რომელიც აჩიკო ექიმს განსახიერებს, ამბობს, რომ მას როლის გამო კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს და საზოგადოების ნაწილი მის მიმართ შეიცვალა. მის მომსახურებას მაღაზიაშიც მოერიდნენ.

სოსო ხვედელიძე: „მივედი მაღაზიაში, რამდენჯერმე ვიკითხე რაღაც, მესამედ ცოტა ხმამაღლა, ბოლოს, როგორც იქნა, ამიწონეს ვაშლი და წამოვედი. საყვედურებსაც მეუბნებიან. კომენტარებს ვნახულობდი, მაყურებლები, ძირითადად, პიროვნულ შეურაცხყოფაზე გადადიან, ფიზიკურ ნაკლზე მიდის საუბარი. შემდეგ მივხვდი, რომ ეს არ მეხმარება და ხელს მიშლის. აღარ შევდივარ იმ გვერდზე და ვაკეთებ ჩემს საქმეს“.




წყარო: primetime.geскачать dle 12.1








0
თარიღი: 21-01-2019, 15:38
0
1 956

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх