კაცი, რომელიც გეების "განკურნებას" ცდილობდა, ამბობს, რომ თავადაც გეია

სტატიის ავტორი

იუტელი მორმონი, რომელიც თავს გეების "გამომსწორებელ" თერაპევტს უწოდებდა, დაქამინგაუთდა. თუმცა, დევიდ მეითსონი ჰომოსექსუალობას არჩევანს უწოდებს:

"მხარს ვუჭერ ადამიანების უფლებებს, ისინი თავად უნდა ირჩევდნენ როგორ გამოხატონ საკუთარი სექსუალობა. ამ თავისუფლებით, მე ახლა ვირჩევ, რომ ცხოვრება განვაგრძო როგორც გეი კაცმა".

როგორც ის ფეისბუქზე წერს, მან გააცნობიერა, რომ ჰეტეროსექსუალურ ქორწინებაში ცხოვრება აღარ შეეძლო:

"დროა საზეიმოდ განვაცხადო, რომ გეი ვარ".

ამის მიუხედავად, ის კონვერსიული თერაპიის მოძრაობას არ ტოვებს. 2013 წელს გამოცემული წიგნის აღწერაში მეითსონი ამბობდა, რომ წიგნი 6-წლიანმა გამოცდილებამ დააწერინა იმაზე, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ კაცები არასასურველ ჰომოსექსუალობას.

ამერიკის სამედიცინო ასოციაცია, ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია და ამერიკის პედიატრების აკადემია აცხადებს, რომ "გეების გამოსასწორებელი თერაპია" არასწორია. თუმცა, პრაქტიკას მხარს უჭერენ რელიგიური ორგანიზაციები. ამერიკაში უკვე 15-მა შტატმა მიიღო კანონი, რომელიც გეების "განმკურნებელ" თერაპიას კრძალავს.

თერაპევტის ყოფილი კლიენტი ამბობს, რომ მეითსონმა, წარსული მოქმედებებით, უამრავი ადამიანი გამოუვალ მდგომარეობაში გამოკეტა:

"ვიმედოვნებ, ის ყველაფერს გააკეთებს იმ ზიანის გამოსასწორებლად, რაც მან ლგბტქ თემის წევრებს მოგვიტანა".

წყარო: on.geскачать dle 12.1








0
თარიღი: 25-01-2019, 16:13
0
447

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх